პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება - იმიტომ, რომ მათი მიზანია დამხობა და რადიკალიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 24 იანვარი 2026, 17:04

სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დრომ დაამტკიცა რომ “ქართული ოცნება” შედეგზე ორიენტირებული, სტაბილური, მომავალზე გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკური გუნდია, მეორე მხარეს კი, პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, რადიკალიზაციის წახალისება, დებატების აბუჩად აგდება. შესაბამისად, გამსახურდია მიიჩნევს, რომ ამ ოპოზიციურ ძალებთან შეუძლებელია საუბარი, ვინაიდან, მათი მიზანია დამხობა და რადილაკიზმი, პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ სივრცეში გადატანის ნაცვლად.

„სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს. მოხდება ფოკუსირება რეალურ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მიეხმარება მხარეებს მოძებნონ საერთო ძალისხმევით პრობლემების გადაჭრის გზები. პრემიერი კობახიძე და ქართული ოცნების გუნდი, დრომ დაამტკიცა რომ არიან შედეგზე ორიენტირებული, სტაბილური, მომავალზე გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკური გუნდი, რომლის მთავარი სიმძიმის ცენტრი, რა თქმა უნდა გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ვნახოთ, რა ხდება მეორე მხარეს? პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება, რადიკალიზაციის წახალისება, დებატებში კონკრეტული პირების მოთხოვნა, თავიანთი თამაშის წესები და არა საერთო წესები და ა.შ.
ჩემთვის პირადად, ამ პოლიტიკურ ძალებთან, მათი ამ შემართებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ რომ ამ ხალხის მიზანი არ არის დებატები და პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ სივრცეში გადატანა, ამ ხალხის მიზანია, დამხობა და რადიკალიზმი, თავისთავად მათი პატრონების დაკვეთით და დაფინანსებით”, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი