დავით ჩიხელიძე მაგდა მამუკაშვილზე: ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 26 იანვარი 2026, 15:36

არსებობს ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება ადამიანი კვეთდეს. ეს ზღვარი სიცოცხლეს ეხება. როცა ტრაგედია ხდება, როცა ადამიანები იღუპებიან, იქ პოლიტიკური ქულების წერა უნდა დამთავრდეს, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს.

ექსპერტის შეფასებით, ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა.

„არსებობს ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება ადამიანი კვეთდეს. ეს ზღვარი სიცოცხლეს ეხება. როცა ტრაგედია ხდება, როცა ადამიანები იღუპებიან, იქ პოლიტიკური ქულების წერა უნდა დამთავრდეს.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს: ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები სხვების სიკვდილით მანიპულაციასაც არ იშლიან და ტრაგედიას ინსტრუმენტად იყენებენ. ისინი თვითნებურად ინაწილებენ როლებს ხდებიან ერთდროულად „ექსპერტებიც“, „მოსამართლეებიც“, „პროკურორებიც“ და ბოლოს, ყველაზე ცინიკურად, თითქოს ჭირისუფლებიც. ეს უკვე არა აზრის გამოხატვაა, არამედ მორალური კოლაფსი.

ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი