ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა, შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 26 იანვარი 2026, 22:38

ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში, ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ, ნდობის კრიზისზე.

მისი შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ადასტურებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შესთავაზეს მოქალაქეებს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა, უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა კი საზოგადოებაში იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა. „

ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს. როდესაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% ფიქრობს, რომ შემდეგ თაობას უფრო რთული ცხოვრება ექნება, ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის სერიოზულად არის დაზიანებული. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში. ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ ნდობის კრიზისზე. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპაში ჩამოყალიბდა მმართველი კლასი, რომლის კომპეტენცია ხშირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო პოლიტიკა სულ უფრო შორდება ეროვნულ ინტერესებს და რეალურ სოციალურ საჭიროებებს. ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საგარეო პოლიტიკაში ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა. შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება. სწორედ ამ ფონზე ჩნდება მოთხოვნა, რომ ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები“, რასაც გამოკითხულთა 71% ემხრობა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შექმნეს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა. უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა საზოგადოებაში იმედგაცრუება გააღრმავა.“ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი