დავით ქართველიშვილი: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 04 თებერვალი 2026, 12:12
ის, რასაც დღეს განიხილავს „ქართული ოცნება“, საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი - კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ (ე.წ. „ტექნიკური მთავრობა“, „კატაკომბური პარლამენტი“, „მოქმედი“ ექს-პრეზიდენტები და ა.შ.),  -  წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამავდროულად, კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ქართველიშვილის ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებიც მოჰყავს, რომლებშიც, დიდი ხანია არსებობს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები.

"ის, რასაც დღეს განიხილავს „ქართული ოცნება“, საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი - კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ (ე.წ. „ტექნიკური მთავრობა“, „კატაკომბური პარლამენტი“, „მოქმედი“ ექს-პრეზიდენტები და ა.შ.). საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, კანონებისადმი დაუმორჩილებლობას ქადაგებენ და ამკვიდრებენ ლოგიკას, თითქოს „ქვეყანას მართავს გარე ძალა და ამიტომ ეს ხელისუფლება არ უნდა იქნეს აღიარებული“.
სანამ აგორდა ტალღა მორიგ "რუსულ კანონზე" - ძირითადი პარალელი დასავლეთთან გავავლოთ: ევროკავშირის ქვეყნებსა (და უფრო ფართოდ ეუთოს სივრცეში) დიდი ხანია არსებობს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები - და მათი "დემოკრატიულობის" ეჭვქვეშ დაყენება არავის მოსდის თავში. ისინი განისაზღვრება საკანონმდებლო ნორმებით: ანტიკონსტიტუციური ქმედებების, ხელისუფლების ფუნქციების უზურპაციისა და ინსტიტუტების ძირის გამოთხრის წინააღმდეგ. ავიღოთ გერმანიის მაგალითი: 2025 წელს იქ აიკრძალა ექსტრემისტული გაერთიანება, რომელიც არამარტო „არ აღიარებდა ხელისუფლებას“, არამედ ფაქტობრივად უარყოფდა სახელმწიფოს ლეგიტიმურობას და ქმნიდა ალტერნატიულ სტრუქტურებს. 

ამასთან, გერმანიაში არსებობს სისხლის სამართლის ნორმებიც კონსტიტუციური ორგანოების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვისთვის ძირითადი კანონის მექანიზმი - გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა მთავრობა. შემდეგი მაგალითია - საფრანგეთი, იქ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო ფუნქციის შემსრულებელი პირის შეურაცხყოფისთვის (Code pénal, მუხლი 433-5). ასევე იტალიაში მოქმედებს ნორმა რესპუბლიკისა და კონსტიტუციური ინსტიტუტების საჯარო „გინების/დამცირების“ შესახებ (Codice penale, მუხლი 290). მათ არც ესპანეთი ჩამოუვარდება: სისხლის სამართლის დანაშაულია საჯარო ფუნქციების უზურპაცია - როდესაც ვინმე თავს ასაღებს ხელისუფლებად, იყენებს სახელმწიფო ატრიბუტიკას ან მოქმედებს სახელმწიფოს სახელით უფლებამოსილების გარეშე (Código Penal, მუხლი 402). 

ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი პირდაპირ უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ იგი „კანონით არის დადგენილი“ და „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ - ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით.

და სწორედ აქ ჩვენი "ოპოზიციური" რიტორიკა (თითქოს „ეს არადემოკრატიული, არადასავლური და მაშასადამე - რუსულია“) განხილვის საგნადაც კი არ ღირს: როცა მათ აწყობთ - დასავლეთი ცხადდება ეტალონად, მაგრამ როგორც კი ირკვევა, რომ ამ „ეტალონში“ არსებობს მათთვის არასასურველი აკრძალვები - იწყება თეატრალიზებული შეშფოთებული აღშფოთებები. 
ხელისუფლების კრიტიკა შესაძლებელია და აუცილებელიცაა - ამის მკაფიო მაგალითი გუშინ პარტია "ხალხის ძალამ" გამოავლინა - მაგრამ პოლიტიკური დებატის გადაქცევა დეზინფორმაციულ კამპანიად („კანონებს არ დაემორჩილოთ / ხელისუფლება არალეგიტიმურია / შევქმნათ პარალელური ორგანოები“), ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ეს პირდაპირი დარტყმაა სახელმწიფოებრიობაზე - რაც მალე ევროპულად და დემოკრატიულად, ასევე ქართულად და სისხლის სამართლებრივად - დასჯადი გახდება," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
დავით ქართველიშვილი: "მთავარი არხი", ე.წ. "პროდასავლური მედია" რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ჰოდა, სულ ფეხზე ჰკიდიათ, ეს ცრუ მღვდელი გუშინ ევროკავშირის დროშას წვავდა თუ ბრაზილიის
ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული
გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ
ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა“მურვან ყრუ”-ს
არქივი