ზაალ ანჯაფარიძე: ევროკავშირი ახალისებს და აჯილდოებს იმათ, რომელთა მიმართაც ქართული საზოგადოების უმრავლესობას, უნდობლობა აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 07 თებერვალი 2026, 11:46

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულების გამოვლენას გამოეხმაურა, რომელთა შორის არის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი.

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ნიშანდობლივი ისაა, რომ ევროკავშირის დელეგაციამ ეს ჯილდო 2012 წელს დააარსა და საინტერესოა “ნაცების მმართველობის დროს რატომ არ გაუჩნდა მსგავსი სურვილი?”

ამ ამბავზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა ერთი გარემოება. ევროკავშირი ახალისებს და აჯილდოებს (უკვე მერამდენედ) იმათ, და იმას, რომელთა მიმართაც ქართული საზოგადოების უმრავლესობას, რბილად რომ ვთქვათ უნდობლობა აქვს. ან კი როგორ შეიძლება გქონდეს ნდობა ისეთი "ჟ(ურნალისტური)" მასალის მიმართ, რომელშიც მოძალადე "სინდისის პატიმრად" არის შერაცხული?!

ნიშანდობლივი კიდევ რა არის იცით? ევროკავშირის დელეგაციამ ეს ჯილდო 2012 წელს დააარსა,  ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.  ნაცების მმართველობის დროს რატომ არ გაუჩნდა მსგავსი სურვილი? თუ მათ მარიონეტ ხელისუფლებას უფრთხილდებოდნენ?!- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი