ლევან კოჭლოშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანხვედრა არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 07 თებერვალი 2026, 15:52

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აშშ-სთან საქართველოს საერთო ხედვა აერთიანებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: დიფ სტეიტის გავლენების განეიტრალება და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის დამყარება და ომების ნაცვლად სტაბილური განვითარების არჩევა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა.
ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა: დიფ სტეიტის გავლენების განეიტრალება და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის დამყარება და ომების ნაცვლად სტაბილური განვითარების არჩევა, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება, ხალხის ნებაზე დაფუძნებული დემოკრატია და არა გარე ზეწოლა.

ეს დიალოგი ადასტურებს, რომ საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე და პარტნიორობა მომავალშიც შეიძლება იყოს დინამიკური, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული“, - წერს კოჭლოშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი