ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 07 თებერვალი 2026, 18:54

შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” რომლის წევრები მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს და ცხოველების დაჩიპვა იყოს ნებაყოფლობითი. მათი მთავარი „არგუმენტია” - არ უნდათ რომ მათი ძაღლი გახდეს რადიოგადამცემი… შევახსენებ მათ რომ ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას, - წერს სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია რომ თანახმად კანონისა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, სავალდებულოა პატრონის მიერ ძაღლის ჩიპირება. ამით, ძაღლის პატრონი უზრუნველყოფს ძაღლის იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას და ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხვას. ჩიპირებული ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნის და პატრონისთვის დაბრუნების შესაძლებლობა იზრდება.

მიკროჩიპი წარმოადგენს წაკითხვად, პასიურ რადიოსიხშირულ იმპლანტს, რომელიც თავსდება ცხოველის კანქვეშ და ის ძაღლისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიკროჩიპი არის იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც ატარებს ინფორმაციას ცხოველისა და პატრონის შესახებ.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!” რომლის წევრები მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს და ცხოველების დაჩიპვა იყოს ნებაყოფლობითი.

მათი მთავარი „არგუმენტია” - არ უნდათ რომ მათი ძაღლი გახდეს რადიოგადამცემი…

შევახსენებ მათ რომ ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას!

ასევე შევახსენებ, რომ ტექსტს, ჯგუფის შექმნის შესახებ, წერენ მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს რადიოგადამცემს და მიმღებსაც.

რაც შეეხება მიუსაფარ და ქუჩაში მცხოვრებ მიკედლებულ ცხოველებს, მათი რეგისტრაცია მოხდება ყურზე საჭდის დამაგრებით.

დაჩიპე შენი ძაღლი-ნუ დაარღვევ კანონს“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: რაც უფრო იზრდება საქართველოს გეოეკონომიკური როლი ტრანზიტში და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში - მით უფრო რთული ხდება ევროკავშირისთვის დისკუსიებიდან რეალურ სანქციებსა და მკაცრ ნაბიჯებზე გადასვლა
საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
ჯაბა ხუბუა: სად იყო ეუთო და „მოსკოვის მექანიზმი“ მაშინ, როცა 21 წლის უდანაშაულო პატიმარი ნაცჯალათებმა გლდანის ციხეში სასტიკი წამებით მოკლეს
დავით ზარდიაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ვერ შეძლებენ შეაფერხონ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის უკვე ინიცირებული პროცესი
გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
არქივი