ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 04 მარტი 2026, 13:55
„თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის ფასდებოდა, როგორც აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი.

„ბორის ჯონსონის ბოლო განცხადებამ და ყველაზე რეიტინგული  ქართული მედიების - „იმედისა“ და „პოსტვ-ის“ დასანქცირების გამართლებამ, საბოლოოდ გამოაჩინა, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო.

ჯერ იყო 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმა, რომელიც უსამშობლო ქართველების ხელით უნდა განხორციელებულიყო და სრული კრახით დასრულდა; შემდეგ ვიხილეთ ბიბისის ფეიკ-კამპანია „კამიტით მოწამვლაზე“, რომელმაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟის ნაცვლად მხოლოდ დაცინვა გამოიწვია; და რადგან უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლო, პატრონები გადავიდნენ ღია აგრესიაზე და დაარტყეს სიმართლის წყაროებს, დაასანქცირეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული მედია-საშუალებები.

ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს. სააკაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა: 2007 წელს მან „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრითა და დარბევით,  საკუთარი რეჟიმის მორალური საფუძველი აიფეთქა, ხოლო 2012 წელს მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებითა და ხალხისთვის ინფორმაციის ჩახშობის მცდელობით საბოლოოდ დაუსვა წერტილი თავის მმართველობას. დღეს სააკაშვილის პატრონები იმავე ნაღმზე აბიჯებენ. მათ ჰგონიათ, რომ თუ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის.

ეს არის უდიდესი ილუზია. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გაყინავ. სიმართლე ხალხის ცნობიერებაშია და რაც უფრო მეტად შეეცდებით მის ბლოკირებას, მით უფრო მძლავრი იქნება საზოგადოების პროტესტი.

თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი. 

ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები
ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ
დავით ქართველიშვილი: თუკი დავით უსუფაშვილი ვინმეს შეაქებს, ის ადამიანი, უსუფაშვილის მსგავსად, მხოლოდ აგენტი შეიძლება იყოს, ასე რომ, უსუფაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გასაგებია. მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შექება ამ უკანასკნელისთვის სირცხვილის ტოლფასი იქნებოდა
დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას
ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს - ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?
არქივი