გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 10 მარტი 2026, 11:55

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

აბაშიძის შეფასებით, „პრეტენზიულ ბნელებს“, რომლებსაც არც დიპლომატია ესმით და მით უმეტეს, არც მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ „ისპანახისა“ და „აი თოლიას“ საკითხები გაარჩიონ.

„იმ პრეტენზიულ ბნელებს, რომლებსაც არათუ დიპლომატია ესმით, არც მით უმეტეს, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, ურჩევნიათ „ისპანახისა“ და „აი თოლიას“ საკითხები გაარჩიონ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ირანის ახლადარჩეული უმაღლესი ლიდერისთვის მილოცვისას იხელმძღვანელა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ამ ურთულეს ჟამს და ამ ზემგრძნობიარე რეგიონში თანამეზობლობით. რასაკვირველია, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანელ ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას და ირანელებს უსურვა მშვიდობა და კეთილდღეობა.

მხოლოდ ნაცსექტანტური ნარატივებით დატუმბული უსამშობლოები ვერც კი გაბედავენ მათი ვიწრო აზროვნებითაც კი ვითომ დაამუნათონ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიულოცეს ირანის ახალ აიათოლას. „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი