ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 10 მარტი 2026, 14:29

რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

როგორც ხუბუა წერს, „როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა - აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო.“

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

„რაკი ნაცჯალათებს გამჩენი არ ასვენებთ და კვლავ დამხობაზე, გადატრიალებაზე, რევანშსა და შურისძიებაზე ლაპარაკობენ, მოგვიწევს, ბევრი რამ თავიდან გავიხსენოთ. ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს (2011 წელი, სერგო თეთრაძის საქმე) პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა. სასტიკი წამებისგან სასომიხდილი ლონდარიძე ახალაიას პისტოლეტიან ხელში ეცა, უნდოდა ჩახმახისთვის გამოეკრა და ასე დაესვა წერტილი თავისი ტანჯვისათვის, მაგრამ ახალაიას ,,გლოკი" საბრძოლო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა მოყვანილი. როცა სამხედრო პოლიციაში ბაჩო ახალაია ლონდარიძეს აწამებდა, მისი ძმა დათა ახალაია მსხვერპლს თავზე დასძახოდა - აღიარე, თორემ ხომ იცი, ბაჩო მკვლელია და თავს რატომ აკვლევინებო! წარმოიდგინეთ, ძმა ძმაზე ამბობდა, მკვლელიაო და მსხვერპლს ამით აშინებდა.
აი, ასეთები საუბრობენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, შურისძიებაზე და ამათ უნდათ კვლავ ძალაუფლების ხელში ჩაგდება“, - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი