გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 14 მარტი 2026, 14:04

დამოუკიდებელი ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნა-გამოცდილებას გარკვეულ სფეროში და აქვეყნებს/აზიარებს თავის შეფასებებს/რეკომენდაციებს და არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან, ხელისუფლებასთან ან მხარესთან, ანუ მოქმედებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ის აღნიშნავს, რომ “ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი” პატრიცია გჟებიკი, რომელმაც "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნას მოაწერა ხელი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია და მის ბიოგრაფიაში პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირის ფაქტები იკვეთება.

“ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, "მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია, საიდანაც გზავნილებია საქართველოს ე.წ. უკუსვლაზე. მათთვის ე.წ. პროევროპული ნაცოპოზიცია, ასევე უსამშობლო NGO-განშტოებებით უფრო წონადია და სააკაშვილს თურმე "აწამებენ".

ე.წ. "მიუკერძოებული" ექსპერტ გჟებიკის CV-ში იკითხება: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანალიტიკური ცენტრი; მიეროშევსკის ცენტრი და ა.შ.

რაც შეეხება "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ე.წ. ავტორის, პანი გჟებიკის კარიერის დასაწყისს, მისი აკადემიური წარმატება საერთაშორისო სამართალში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით დაიწყო.” - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი