ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 07 აპრილი 2026, 20:12

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების სფეროში მოქმედი მაღალჩინოსნების ზეწოლის, შანტაჟისა და ოპერატიული საქმიანობის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

„უსაფრთხოების სფეროში მოქმედი მაღალჩინოსნების ფინანსური და პერსონალური მონაცემების სრული გამჭვირვალობა ქმნის დამატებით რისკებს, მათ შორის ზეწოლის, შანტაჟისა და ოპერატიული საქმიანობის დაზიანების კუთხით. აქედან გამომდინარე, მსგავსი პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს.

სამწუხაროა, რომ აგენტებით სავსე ე.წ ქართული ოპოზიცია და NGO სექტორი ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით აფასებენ და უგულებელყოფენ რეალურ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ასეთი დამოკიდებულება ხელს არ უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სინამდვილეში, სუს-ის ამ გადაწყვეტილების მიზანი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის უარყოფა, არამედ მისი მიზანია გონივრული დაბალანსება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებთან“, - წერს მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი