ცოტნე ანანიძე: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: „პუტინს პატიოსანი თვალები აქვს“. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 08 აპრილი 2026, 11:34

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის სასამართლოში დაპირისპირებას და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

როგორც ანანიძე წერს, ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს დღეს ღალატად აფასებენ, თუმცა ავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: “პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”.

„რატომაა თქვენი პოლიტიკური მეხსიერება ასეთი შერჩევითი: დღეს ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტს ორკესტრირებულად ღალატად აფასებთ, თუმცა გავიწყდებათ სააკაშვილის 2004 წელს მოსკოვში ნათქვამი კომპლიმენტი: “პუტინს პატიოსანი თვალები აქვს”. მაშინ არ იყო აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული?! ყველაფერში ორმაგ სტანდარტს ავლენთ“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი