ეკა სეფაშვილი: გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 08 აპრილი 2026, 13:25

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული.

დეპუტატმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ემსახურება ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. სეფაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება ასრულებს გარკვეული გლობალური ძალების დავალებას, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა საკუთარი მარიონეტებით:

„რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“, - განაცხადა დეპუტატმა.

ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამის ფონზე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განახლებულია ინფორმაცია სირიისა და რუსეთის შესახებ.

„ის ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ანახლებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ და ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებულია სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, არის გარკვეულად პასუხი იმ გლობალური ძალების ამოცანების შესასრულებლად, რომლისთვისაც საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სალომე ზურაბიშვილია გამოყენებული. მგონია, რომ ეს ჩანაწერი ემსახურება, გარკვეული ლეგიტიმაციის მიცემას ზურაბიშვილისთვის - ვინც გადაამოწმებს მათ ვებ-გვერდს, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული ასახსნელია, ისეთმა მოწესრიგებულმა ქვეყანამ და მოსახლეობამ, როგორიც გერმანულია, ასეთი საკითხი მხედველობის მიღმა რატომ დატოვა. მითუმეტეს, სირიისა და რუსეთის შესახებ მონაცემები ვებ-გვერდზე განახლებულია. გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა, როგორც ჩანს, ასრულებს დავალებას გარკვეული გლობალური ძალებისთვის - საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება საკუთარი მარიონეტებით“ -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი