რატი იონათამიშვილი სოფო ხორგუანს: ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თან ჯგუფურად, ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 08 აპრილი 2026, 15:54

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს შენიშვნით მიმართა.

იონათამიშვილის რეპლიკა ხორგუანის ტერმინ- პროტესტანტს მოჰყვა. როგორც იონათამიშვილმა მიუგო, ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და ჯგუფურად ძალადობდნენ, ისინი არა პროტესტანტები, არამედ პოლიტიკური ექსტრემისტები არიან.

„თქვენ რამდენჯერმე იხმარეთ ტერმინი - პროტესტანტები. პირველ რიგში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად და თან ჯგუფურად ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი რა თქმა უნდა, სინამდვილეში არც პროტესტანტები არიან და ჰუგენოტები. მათ ძალიან კონკრეტული სახელი ჰქვიათ- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები. და ასეთ ჯგუფებს ამერიკაში კონკრეტული სახელი დაარქვეს - შიდა ტერორისტები. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ არა პროტესტანტები და მით უმეტეს, ჰუგენოტები, არამედ უნდა ვიხმაროთ ან პოლიტიკური ექსტრემისტები ან შიდა ტერორისტები. ეს უფრო სწორი დეფინიცია იქნება“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა
ოპოზიციონერი ლუკა ჭოხონელიძე გაუპატიურების შესახებ ბრალდებას პასუხობს: არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს
გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი
დავით ქართველიშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას სჭირდებოდა პოლიტიკოსის და ძალოვანი სამსახურების სპეციფიკის მცოდნე პროფესიონალის უნარჩვევები, რასაც მამუკა მდინარაძეს არა თუ ვერ დაუწუნებ, არამედ ძნელია არ დაეთანხმო, რომ სწორედ ამ კომპონენტში ის იშვიათი თავსებადობის მქონე სპეციალისტია
არქივი