გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 06 მაისი 2026, 19:57

„2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი”, - წერს გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ.

გამსახურდიას თქმით, მას “ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ "ქულ" ტიპად გვევლინება.”

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.

სამხარეოს უფროსს, ჩემ მეგობარს, ცხონებულ კობას, პირდაპირ უთხრა, მოვიდეს ვანო და მაგან მომიხადოს პირადად ბოდიშიო. მერაბიშვილი იყო მაშინ შს მინისტრი. მერე მოხდა კომუნიკაცია მერაბიშვილს და მას შორის და ბიჭების თემა დალაგდა. ეს ე.წ. მეუფე კიდევ დარბოდა და გაიძახოდა, ხომ მოვახდევინე მაგ თქვენ ვანოს ბოდიში და ეგ კათოლიკე სატანისტი ხომ მეამბორა ხელზეო.

აი ესეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს და ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ "ქულ" ტიპად გვევლინება”, - წერს გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სანამ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება კოლექტიური ნოდარ მელაძეების ბოროტმოქმედულ პროპაგანდაზე, მანამდე არ დაოკდებიან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები
ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ
დავით ქართველიშვილი: თუკი დავით უსუფაშვილი ვინმეს შეაქებს, ის ადამიანი, უსუფაშვილის მსგავსად, მხოლოდ აგენტი შეიძლება იყოს, ასე რომ, უსუფაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გასაგებია. მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შექება ამ უკანასკნელისთვის სირცხვილის ტოლფასი იქნებოდა
დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას
ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს - ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?
არქივი