დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 13 მაისი 2026, 19:36

რადიკალური ოპოზიციის მიერ უწმინდესი შიო მესამისთვის რუსეთის წარმომადგენლის მილოცვასთან დაკავშირებით აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ისინი უარყოფითად რეაგირებენ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.

„რადიკალებისთვის ყველაზე დიდი საშინელება და ის, რაც მათში სიძულვილს იწვევს, არის იმის წარმოდგენაც კი, რომ საქართველომ შეიძლება ოდესღაც თავისი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს. ისინი, ვინც დღეს ტირიან გარდაცვლილ ილია მეორეს, ცოცხალი თავით არ ახსენებენ იმ სანუკვარ და მის სიცოცხლეში განუხორციელებელ ნატვრასა და ოცნებას - სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩაეტარებინა წირვა.

გგონიათ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ რომ ჩაატაროს ეს წირვა და მიუძღვნას თავის სულიერ მამას, მასწავლებელს, ერის მოძღვარს, ილია მეორეს, რადიკალებისგან ვინმეს გაუხარდება? იმდენად არაადეკვატური ემოციებით შეხვდნენ გუშინდელ, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, როდესაც ახლად არჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ, აიძულა, ხაზს ვუსვამ, რუსეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ოლისოვი, (რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციას შვეიცარიის საელჩოსთან), რომ პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ქართველმა პატრიარქმა ტიტული - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - თავის ტიტულს შემატა, მოეხსენებინა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ჩვენი უწმინდესი შიო მესამე ამ ტიტულით.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობა ან თვითშემოქმედებაა - ცივი წყალი დალიოს. ეს იყო დროში გამოზომილი განცხადება, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს ისე, როგორც ეკუთვნის, და არა ისე, როგორც სცადეს ამ განცხადების დაკნინება ჩვენმა ნაცსექტანტებმა გუშინვე და აქცენტი გააკეთეს, რომ რუსეთის წარმომადგენელმა პატრიარქს მიულოცა, მაგრამ როგორ მიულოცა - ეს მომენტი საერთოდ არ უხსენებიათ.

მათთვის კოშმარული სიზმარი იქნება, თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარშემო საკითხები დაიძვრება მკვდარი წერტილიდან. სულ რომ ამის უკან ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები - ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის წევრები ჩადგნენ, მაინც მიუღებელი იქნება, რადგან მათ (რადიკალების) ინტერესებში არ შედის ძლიერი საქართველო. მათი ინტერესია დაქუცმაცებული, ოკუპირებული საქართველო და ამ ოკუპაციას დაუთმო მათმა ბელადმა [მიხეილ სააკაშვილმა] 9-წლიანი რეჟიმი.

მან ყველაფერი გააკეთა 2004 წლიდან 9 წლის ჩათვლით იმისთვის, რომ ასეთი პოლარიზებული, დაკნინებული და შეურაცხყოფილი საქართველო დაეტოვებინა ამ ხელისუფლებისთვის, რომელსაც დღეს ლანძღავენ იმისთვის, რომ ცდილობს მათ მიერ დაშვებული შეცდომები გაასწოროს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი