„თავისუფლების მოედნის“ წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 19 მაისი 2026, 21:34

„ასეთი ღია წერილები არის გათვლილი შიდა აუდიტორიისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში... როდესაც „ოცნებას“ კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა“, - განაცხადა „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო „სივრცის“ ეთერში.

„დანია ე.წ. დემოკრატიული ინდექსებით მე-7 ადგილზეა და საქართველო 94-ე ადგილზე. თუ მოხდა ძალის გადაჭარბება, იქ არსებობს სასამართლო სტრუქტურა და სხვადასხვა ინსტიტუტები, ამაზე მოახდენენ რეაგირებას, სადაც ადამიანს შეუძ₾ია დაიცვას საკუთარი უფლებები, რაც საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ძალადობრივი მეთოდების გამოყენება არასასიამოვნოა და ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე იქნება ამ პოზიციაზე, რომ მსგავსი ძალა არ იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება მეტად ჰქონდეს სახელმწიფოს შეზღუდული მსგავსი ფუნქციები. თუმცა, მსგავსი მეთოდების გამოყენება არ არის უცხო, ყველა ქვეყანა იყენებს ამ მეთოდებს. განსხვავება იმაშია, შემდგომ, თუ როგორ ხდება ამ დარბევაზე რეაგირება. თუ არის დემოკრატიული ქვეყანა, ორიენტირებულია მოქალაქეებზე - შემდეგ აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ამისი განხილვა მოხდეს და შესაბამისი ზომების მიღება. ეს ისეთი ძალადობრივი სტრუქტურებია, პოლიცია თუ სხვა რამ, შესაძლოა მოხდეს გადაჭარბება - აშშ იქნება თუ სხვაგან. ცნობილი ფაქტია, ამაზე მუდმივად მიდის მუშაობა. მთავარია არსებობდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც შემაკავებელ და დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა აქციის დაშლის მეთოდები დანიასა და საქართველოში - თამარ გამყრელიძის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს აქციის დაშლის სხვადასხვა მეთოდები.

„ის მეთოდები რომელიც გამოიყენება, წყლის ჭავლი თუ სხვა მეთოდები დაშლის - ყველა სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მეთოდი, რომელსაც მოიაზრებს ისევ თავისი უსაფრთხოებისთვის, თუ მოხდა ესკალაცია... მაგრამ სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს, რომ გადააჭარბოს თავისი უფლებამოსილება და უნდა ეშინოდეს გადააჭარბოს პროპორციას ამ მეთოდის გამოყენების. თუ იცის, რომ დადგება მისი პასუხისმგებლობა, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალას გადააჭარბა, მაშინ აირჩევს სიფრთხილეს.

ეცდება, რომ ნაკლებ დამაზიანებელი მეთოდი გამოიყენოს. სახელმწიფოს აქვს უფლება ფაქტის პროპორციულად მიიღოს გადაწყვეტილება აქციის დაშლის. საქართველოშიც არსებობს აქციის დაშლის უფლება, თუმცა უნდა იყოს პროპორციულობა დაცული და არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და თუ მოხდა გადაცდომა... მაგალითად, საქართველოში ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს - საკმაოდ სანდო გამოძიება იყო „ბიბისის“ მიერ. გამოძიებაში იყო ექიმების კვლევა, რომელიც შეიძლებოდა გარკვეულ მტკიცებულებადაც გამოგვეყენებინა და ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ ჰყვებიან. შემდეგ ამის გამოძიება უნდა ხდებოდეს, ეს მძიმე ბრალდებაა, რომელიც ცდება საქართველოს ფარგლებს. როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც არის დაშვებული და რაღაც არ არის, სწორედ ქიმიური ნივთიერების გამოყენება არ არის დაშვებული“, - ამბობს თამარ გამყრელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი