დავით ქართველიშვილი: დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით, საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 20 მაისი 2026, 15:42

არ გვპატიობენ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღეს. არ გვპატიობენ პატრიარქად - მეუფე ზენონის არარჩევას, ხოლო ქორეპისოპოსად - დოროთე ყურაშვილის. არ გვპატიობენ ჩვენ სიმრავლეს და ტოტალურ უმრავლესობას ამ ღვთივკურთხეულ, მათთვის უცხო ქვეყანაში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა, მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდნითა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფით, მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ლიბერალ-ფაშისტები "პოლიტიკურ პროზექტურაში" მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ვეღარ გაუძლეს.

„დედაეკლესიის მისამართით გინებით და პატრიარქ შიოს შეურაცხყოფით - შლაგბაუმისა და შესასვლელი კარების გარღვევით საპატრიარქოს ეზოში მანქანით შემოვარდა ერთ-ერთი ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტი.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს გარშემო არაერთი მწვავე დაპირისპირება განვითარდა - 2016 წელს ლგბტ აქტივისტების მხრიდან საპატრიარქოს შენობასთან პროვოკაციული აქციებისა და სიმბოლიკის დატანის მცდელობებიდან დაწყებული, 2021 წელს Tbilisi Pride-ის ირგვლივ გამწვავებული იდეოლოგიური კონფლიქტით დასრულებული, როდესაც ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აქტივისტების ნაწილი ეკლესიას „შეუწყნარებლობაში“ ადანაშაულებდა და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის შემცირებას მოითხოვდა.
მაგრამ, დღეს რაც ჩაიდინეს - მსგავს ვანდალობას მაინც ვერ რისკავდნენ.

ეტყობა პოლიტიკურ პროზექტურაში მოთავსების წინ იმდენად გაშმაგებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანია ჩვენი მოთმინებით, პრაგმატიზმით და პოზიტიური მომავლის იმედით - რომ ვეღარ გაუძლეს. აქამდე საპატრიარქოს კუთვნილ შენობებზე ფართომასშტაბიანი ფიზიკური თავდასხმების ან შტურმის დადასტურებული ფაქტები არ დაფიქსირებულა - ასე რომ, ლიბერალურ ფაშისტურ ჯგუფებსა და ეკლესიას შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საინფორმაციო დაპირისპირება დღეიდან ახალ, ყველაზე მწვავე ფაზაში გადავიდა“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი