დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 30 მაისი 2026, 17:42
ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, რეგიონული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების მოსმენა, მათი მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის გაძლიერება.

მისივე შეფასებით, ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში.

„ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში.

რეგიონებში მსგავსი შეხვედრების გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის განვითარება მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარე პროცესებით არ განისაზღვრება. საქართველოს თითოეულ რეგიონში ცხოვრობენ ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები, რომელთა პოტენციალის სრულად ათვისება ქვეყნის წინსვლის აუცილებელი პირობაა. ამავდროულად, რეგიონული ტურნეები უზრუნველყოფს იმას, რომ მმართველი გუნდის ხედვები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები უშუალოდ მივიდეს ახალგაზრდებამდე და მათთან ღია დიალოგის ფორმატში იქნეს განხილული.

ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის  ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს.

რეგიონული შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების მოსმენა, მათი მხარდაჭერა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი როლის გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში.“ - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი