გიგი უგულავა ზესტაფონში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატზე - ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
663 21 სექტემბერი 2020, 12:22

ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალიჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. ესაა ამომრჩევლის აბუჩად აგდება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა გეწაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ გეწაძის კანდიდატად წარდგენის გადაწყვეტილებას უწუნებს და ყოფილ თანაგუნდელებს შეკითხვით მიმართავს, „ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები?“

„ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ - კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალიჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლაში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, არა თუ მაჟორიტარად დაყენება. აი, ესაა ზუსტად „ქოცობა“, როცა გგონია, რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა.

სირცხვილია.

ნამდვილად გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში“, - წერს უგულავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საბა ჯულაყიძე: ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე - ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა, ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ
დავით ქართველიშვილი: ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად ობელისკს და მიმდინარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
არქივი