თეა წულუკიანი „სამართლიან არჩევნებს“ მიმართავს - კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
636 12 დეკემბერი 2020, 13:22

კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“, – აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ძალიან მძიმე იყო ორგანიზაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია“.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა“, ხოლო თქვენი „შეცდომის“ გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ – წერს თეა წულუკიანი „ფეისბუქში“.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დაპყრობა ბევრჯერ სურდათ ეროვნული იდენტობის წაშლითა და სარწმუნოებასთან დაშორებით - ხელისუფლის პრინციპულობით, სარწმუნოებისა და იდენტობის განმტკიცებით და სამშობლოს სიყვარულით, ოკუპაცია არა თუ დროებითია, არამედ საბოლოოდ კიდეც სრულდება
გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
დავით ქართველიშვილი: სამწუხაროდ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი - ახალი „ევროსაბჭოთა კავშირის" ჩამოყალიბების სურათი, დედაქალაქით - ბრიუსელში, ხოლო მართვის ცენტრით - ვაშინგტონში
გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია
არქივი