გია აბაშიძე - მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, DFC-ის ოფისის გახსნა საქართველოს მხრიდან მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 19 იანვარი 2021, 17:26
ანალიტიკოსი გია აბაშიძე უმნიშვნელოვანეს გზავნილს უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კიტ კროკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის ("განვითარების დაფინანსების კორპორაციის"), ყოფილი OPIC-ის ("კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია") ოფისის გახსნა განიხილება, რომელიც ფოთში “პეის” ტერმინალის მშენებლობას აფინანსებს.

 “ეს საქართველოს მორიგ საერთაშორისო წარმატებასა და აღიარებას ნიშნავს“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, აშშ-ის "განვითარების დაფინანსების კორპორაციის" (DFC) ოფისები ასე მარტივად არ იხსნება მსოფლიოში, ეს კი საქართველომ უკვე დაიმსახურა.

ამასთან, როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს ამ მნიშვნელოვანი მიღწევების ფონზე, საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია ანტიდასავლური რიტორიკის ავანგარდშია, უტევენ ელჩებსა და დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იგონებენ ტრაგიკომიკურ შეთქმულების თეორიებს საქართველოს სანქცირებაზე, კაპიტოლიუმში შეჭრის ორგანიზებაზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქართული სახელმწიფოს ინტერესები დაზიანდეს „ცხადზე ცხადია, რომ აშშ-სთან, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ასეთ სიმაღლეზე აყვანა “ქართული ოცნების” ხელისუფლების აქტიური მუშაობის დამსახურებაა. „მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, DFC-ის ოფისის გახსნა საქართველოს მხრიდან მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილია, უმნიშვნელოვანესი სიგნალი უცხოელი ინვესტორებისათვის მეტი აქტიურობის გამოჩენისათვის და ეს ასეც მოხდება. აშშ-ის "განვითარების დაფინანსების კორპორაციის" ოფისები ასე მარტივად არ იხსნება მსოფლიოში, ეს კი საქართველომ უკვე დაიმსახურა და ფრიად სასიხარულო და საამაყო ამბავია.
DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს.
სახელმწიფოს ამ მნიშვნელოვანი მიღწევების ფონზე, საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია ანტიდასავლური რიტორიკის ავანგარდშია, უტევენ ელჩებსა და დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იგონებენ ტრაგიკომიკურ შეთქმულების თეორიებს საქართველოს სანქცირებაზე, კაპიტოლიუმში შეჭრის ორგანიზებაზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქართული სახელმწიფოს ინტერესები დაზიანდეს. მათი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს სამოკავშირეო ურთიერთობები სულ უფრო მტკიცდება და ღრმავდება, რასაც კონკრეტული შედეგებიც ადასტურებს” - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: „ნაცების“ ხანმოკლე სიხარულს წერტილი დაესვა. ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ძალაშია
ლევან ნიკოლეიშვილი: არჩევნების შემდეგ, წალენჯიხაში ერთადერთი სიახლე რაც მოხდა, „თიბისის“ „ფეიბოქსის“ დადგმაა. ცუდი ამბავი ის მოხდა, რომ „გახ.ნაცურმა“ საკრებულომ ქალაქს 1 მილიონი ლარი დააკლეს
გია აბაშიძე დერეკ შოლეს განცხადებაზე: დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა დასავლეთის მიერ თითქოს იზოლაციაში მყოფ საქართველოში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი არ ჩამოვიდოდა და ამას არ დაწერდა
სვიმონ ჯანგულაშვილი - ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული, მასზე დარტყმა ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალება
სვიმონ ჯანგულაშვილი კელი დეგნანს: ხელისუფლებას არანაირი უფლება არა აქვს შეურიგდეს მკვლელებსა და ფარისევლებს, მოღალატეებსა და ომის პარტიის დამნაშავეებს
არქივი