შალვა ნათელაშვილი - სტრასბურგის ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
753 24 იანვარი 2021, 23:30

 ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო, –   „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეისბუქ სტატუსით აფასებს.

 „ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე, როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას, სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8 -12 აგვისტოს, რადგან ისინი თურმე იცავდნენ მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან და ა. შ. მოკლედ სიხარულიდან არაფერი აღარ დამრჩა. მესმის, რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ, დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ ვერდიქტით ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, ვიდრე აქამდე იყო.

ამიტომ არარსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს, რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს. 

P.S. შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.  ფეისბუქის გვერდზე. 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან
დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
დიმიტრი ხუნდაძე: ვიოლა ფონ კრამონმა გაამხილა მათი გეგმები - მისი თქმით, „გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“ იგეგმებოდა
დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
არქივი