დავით ქაცარავა - კარტოგრაფების პოზიცია, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, კატეგორიულად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
521 30 იანვარი 2021, 00:18
“კარტოგრაფების ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირდაპირ ეთერში იმის თაობაზე, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, ვფიქრობ, ცუდად მოხვდა ყურში ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. ჩემთვის ესეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია, ანტისახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

ქაცარავა მოუწოდებს ივერი მელაშვილს, ახსნას რა იგულისხმა გუშინდელ განცხადებაში.

“ამ პოსტს დავიწყებ იმით, რომ გარეჯი – საქართველოა! 
ახლა კი უფრო ვრცლად. 
პირველ რიგში, მსურს რამდენიმე ფაქტი მოვიყვანო საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესახებ, რომლებსაც ქართულ-აზერბაიჯანულმა მხარეებმა მიაღწიეს 1996 წელს.
1996 წლის 12-14 ივნისს შეიქმნა საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია, რომელსაც უნდა დაეწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უნდა განსაზღვრულიყო 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, (საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღი).

ვინაიდან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანასკნელად, ოფიციალურად 1938 წელს (საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1938 წლის 23 მარტის (პროტოკოლი#63) მიღებული დადგენილებით და აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1938 წლის 5 მაისის (პროტოკოლი#59) დადგენილებით) შეიცვალა, მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული ხაზი მიეღოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განსასაზღვრ საწყისად და აუცილებლობის შემთხვევაში გამოეყენებინათ სხვა არსებული დოკუმენტები.

“სახელმძღვანელო” დოკუმენტად მხარეებმა 1938 წლის 1:50 000 რუკა მიიღეს. ეს არის ფაქტებზე და დოკუმენტებზე დაფუძნებული მოცემულობა, რომლის გამაბათილებელი რაიმე იურიდიული დოკუმენტი ან არ არსებობს, ან მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

შესაბამისად, 1938 წლის რუკა უნდა მივიჩნიოთ იმ სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტად, რომლითაც ორივე კომისიას უნდა ეხელმძღვანელა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში.

როგორც ვიცით, 1938 წლის რუკა მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე გაქრა და მისი ადგილი დაიკავა სხვა წლების რედაქციის რუკებმა, რომლებმაც აზერბაიჯანული მხარე მომგებიან პოზიციაში ჩააყენა და რომლებზეც აზერბაიჯანული მხარე აქტიურად აპელირებს(აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, 17.07.2019)

შესაძლებელია ითქვას, რომ 1938 წლის რუკა ერთადერთი რუკაა, რომლის მიხედვითაც გარეჯის სადავო მონაკვეთი საქართველოს მხარეს ექცევა.

საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა დელიმიტაციის კომისიის წევრების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან, კონკრეტულად კი 1938 წლის რუკასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ 1938 წლის რუკა დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, დაბრუნდება თუ არა გარეჯის სადავო მონაკვეთი და მასზე განლაგებული ტაძრები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ?

აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ კარტოგრაფების ის პოზიცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა პირდაპირ ეთერში იმის თაობაზე, რომ გარეჯი არ არის ჩვენი, ვფიქრობ, ცუდად მოხვდა ყურში ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს.

ჩემთვის ესეთი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია, ანტისახელმწიფოებრივი და თუ სხვა რამ იგულისხმა ბატონმა მელაშვილმა, ეს ძალიან დეტალურად უნდა აგვიხსნას.

მივმართავ პროფესიონალ კარტოგრაფებს, იურისტებს, ისტორიკოსებს, მეცნიერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც კომპეტენტურად შეუძლია ისაუბროს გარეჯთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გთხოვთ ჩაერთოთ ამ საკითხის განხილვაში, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და შეიტანოთ წვლილი გარეჯის გადარჩენაში”, – წერს დავით ქაცარავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმაზე: გაშმაგებული მონები შურს იძიებდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე და ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს იცავდნენ.
ირაკლი კუპრაძე - მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს
თამარ ჩიბურდანიძე: ისევ მაშველი რგოლი ოპოზიციას რუსეთიდან დუგინის სახით, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს ხალხი ქუჩაში
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი
გიორგი გამსახურდია: პუტჩისტმა დევი ჭანკოტაძემ „ექსპერტმა“ ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ. ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს რუსთაველზე დაღვრილ ძმათა სისხლის გამო, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო, იმიტომ არიან დიდ გულზე
არქივი