შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
473 06 მარტი 2021, 11:06

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა.

ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები.

რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში.

კერძოდ, პროექტში უკვე გათვალისწინებულია:

  • ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი)
  • საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვა
  • საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალულია დაყოვნება და ამომრჩევლების აღრიცხვა. დარღვევისთვის სანქციის დაწესება (2000 ლარი)
  • უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება
  • საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა
  • ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანა
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების, და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრება.

დამატებით, ჩვენ

  • ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს
  • ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურ გადათვლას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა საჩივარი
  • ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს

ამასთან, როგორც იცით, კანონპროექტი ეუთო/ოდირს დასკვნისთვისაც გაეგზავნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: „ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ
ნინო წილოსანი: გამოცემა „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა
არქივი