კახაბერ ქემოკლიძე - ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არდაშვებას ემსახურებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
589 24 მარტი 2021, 17:43

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე გუშინ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს.

„ჩემი მოკრძალებული აზრი გუშინ აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით:

1. ბოლო 8/9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების და რიგ შემთხვევებში ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით;

2. მეგობრები და პარტნიორები გასაკვირად კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი „Staffer“-ები, ისევე როგორც საკანონმდებლო/სახელმწიფო აპარატს მიღმა მყოფი ორგანიზაციები კიდევ უფრო ღრმად და დეტალურად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს;

3. ამერიკელმა სენატორებმა დაადასტურეს ის განცდა, რაც ყველას გვქონდა – შექმნილი პოლიტიკური კრიზისით სარგებლობს (თანაც მინიმალური დანახარჯით) ოკუპანტი რუსეთი და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გახდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა;

4. ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს – გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს დემოკრატიის მშენებლობა;

5. ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არ დაშვებას ემსახურებოდა;

6. გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს!

P.S. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ეს გზავნილები ადეკვატურად (და არა ვიწრო პარტიული პრიზმით) იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს. დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილების საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა იქნება სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული“, – წერს კახაბერ ქემოკლიძე „ფეისბუქში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი