კახა კალაძე მოსახლეობას თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაში ჩართვას სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
756 11 აპრილი 2021, 17:46

კახა კალაძე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. თბილისის მერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ტერიტორიაზე ეწყობა სივრცეები რესტორნებისთვის და „პარკის ჩაბეტონება“ მიმდინარეობს.

„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ ვიცით როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე საბოლოოდ, თუმცა, მინდა მივმართო საზოგადოებას - ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან, ვითანამშრომლოთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ ქალაქის განვითარებაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაშიც მზად ვართ მაქსიმალურად ვიყოთ გახსნილები“, - განაცხადა მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მოუწია გამგზავრება და შესაბამისი პლატფორმა მზად მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ იქნება. კალაძემ აღნიშნა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და თბილისის მუნიციპალიტეტმა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა გადასცა, სამუშაოებს კი ფონდი „ქართუ“ აწარმოებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ივანიშვილების ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ პროექტისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი