ვლადიმერ ბოჟაძე - რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
474 15 აპრილი 2021, 15:09

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე წერს.

მისი თქმით, დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა - „ქართული მარში“ უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად.

„რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ის რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს, ასევე მისი კომპანია აშენებს გვირაბებს და გზებს. ძოწენიძე რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევმა დააჯილდოვა ოქროს მედლით წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას, მათ შორის ის არის ბურჯანაძის პარტიის დამფინანსებელი და სწორედ მან დაუგეგმა ბურჯანაძეს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა. ის ასევე აფინანსებს რუსეთიდან მართულ „პრიმაკოვის ცენტრს“.

აი, სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას ნამახვანის წინააღმდეგ“, - წერს ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი