მამუკა მდინარაძე - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
700 06 ივნისი 2021, 14:23
 გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43- პროცენტიან მაჩვენებელს, აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, წარმოუდგენელია „ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს.

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.

2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც „ქართული ოცნების“ ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.

4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.

5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხის არგუმენტიც კი, – რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია: ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს. პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია… რაც შეეხება მომავალს – გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე: რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან „ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43-პროცენტიან მაჩვენებელს, – ანუ აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: წარმოუდგენელია „ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს“, – წერს მამუკა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
დავით ქართველიშვილი: სამწუხაროდ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი - ახალი „ევროსაბჭოთა კავშირის" ჩამოყალიბების სურათი, დედაქალაქით - ბრიუსელში, ხოლო მართვის ცენტრით - ვაშინგტონში
გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
არქივი