ნოდარიკომ შემოგვთავაზა სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი "პიესა", რომელიც მოგვითხრობდა ქვეყანაში 2011 წელს მიმდინარე ტოტალური უკანონო მოსმენების მანკიერ პრაქტიკაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 05 სექტემბერი 2021, 12:39
„არც დღევანდელი "პრემიერა" გამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდა "ქართუ ბანკში" ჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. ჟურნალისტის გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდების "ერთობლიობას" წარმოადგენს.’’ ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,პირველში’’ გასულ სიუჟეტს, რომელიც 13 წლის წინ უკანონოდ არის მოპოვებული. 

"ბროდვეის" სცენასა და რეპერტუარზე პრეტენზიის მქონე ტვ პირველის იაფფასიანი თეატრი სეზონის "გრანდიოზულ" გახსნას რომ გპირდება აქამდე "არნახული" პრემიერით, თუმცა იგივე უნიჭო დამდგმელი რეჟისორით, როგორც ირკვევა, მოძველებული პიესით და არაადეკვატური შემსრულებლებით - აი ასეთად წარსდგა დღეს მაყურებლის წინაშე "უეჭველი ნოდარა" მელაძის მორიგი გადაცემა. წინა წარმოდგენაში, რომელშიც 170 ჩამონტაჟებული ფრაგმენტი აღმოაჩინა საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა - ნოდარიკომ შემოგვთავაზა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი "პიესა", რომელიც მოგვითხრობდა ქვეყანაში 2011 წელს მიმდინარე ტოტალური უკანონო მოსმენების მანკიერ პრაქტიკაზე. არც დღევანდელი "პრემიერა" გამოირჩეოდა ორიგინალურობით - ის იგივე თემას აშუქებდა: 2011 წლის უკანონო მოსმენებს, რომელსაც აწარმოებდა "ქართუ ბანკში" ჩანერგილი, ივანე მერაბიშვილის აგენტი გიგა ჩრდილელი. მართალია ამჟამად შემოთავაზებულ "ლიბრეტოში", ჟურნალისტების გახმოვანება აცდენილი იყო აუდიო ჩანაწერების ტექსტს, და ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი ასეული ჩამონტაჟებული ეპიზოდების "ერთობლიობას" წარმოადგენს - ფაქტი კვლავ ჯიუტია. მორიგი სპექტაკლი ჩაიშალა - გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კვლავინდებურად სააკაშვილის რეჟიმის მორიგ მხილებას წარმოადგენს. და ეგეთი იდიოტები რატომ არიან - რიტორიკულ კითხვას მივაკუთვნოთ.’’ წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი