გიორგი მშვენიერაძე და მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან, პოლიტიკურ მესიჯებს სწორედ მშვენიერაძე უხმოვანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 10 ნოემბერი 2021, 14:57
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში სათაურით „მოსამართლეთა „პროტესტის“ ანატომია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის კავშირების შესახებ წერს.
ქადაგიძის ინფორმაციით, გიორგი მშვენიერაძე და ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან და პოლიტიკურ მესიჯებს სწორედ მშვენიერაძე უხმოვანებს ფეისბუქის მეშვეობით. მაგალითად, მესხიშვილის ე.წ. საპროტესტო ფეისბუქპოსტის პარალელურად მშვენიერაძემ 4 ნოემბერს ასევე ფეისბუქზე მოსამართლეების ძირითად მასას უწოდა „მონა თავგასული ვირთხები“, ხოლო შემდეგ მალევე გააჟღერა მთავარი გზავნილი (ისევ 4 ნოემბერს), რომ მისი აზრით, არცერთი მოსამართლე არაა დასატოვებელი თანამდებობაზე. ყველა გასაშვებია სახლში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ახლო წრეში მშვენიერაძე-წულუკიძის დუეტი არც მალავს, რომ მოსამართლეების რაღაც ჯგუფი გადაბირებული ჰყავთ და კოორდინაციას უწევენ. მისივე თქმით, მესხიშვილი მათ პირდება, ნუ ჩამორჩებიან მოვლენებს, რაც გარეთ ვითარდება და ის იქნება გარანტორი, რომ ვინც ახლა ხმას ამოიღებს, სწორედ ხელისუფლების ცვლილებისთნავე, რაც მალევე გარდაუვალია, გადაწყვეტილად დაუფასდებათ და შეუნარჩუნდებათ მოსამართლის თანამდებობები დაწინაურების პერსპექტივით.
„საინტერესოა, რომ ამ მოცემულობაში ვითარების ერთ-ერთი კოორდინატორის როლი უკავია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს და მის მეუღლეს გვანცა წულუკიძეს, რომელიც ამავე ორგანიზაციაში მუშაობს. მშვენიერაძე და ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან და პოლიტიკურ მესიჯებს სწორედ მშვენიერაძე უხმოვანებს ფეისბუქის მეშვეობით. მაგალითად, მესხიშვილის ე.წ. საპროტესტო ფეისბუქპოსტის პარალელურად მშვენიერაძემ 4 ნოემბერს ასევე ფეისბუქზე მოსამართლეების ძირითად მასას უწოდა „მონა თავგასული ვირთხები“, ხოლო შემდეგ მალევე გააჟღერა მთავარი გზავნილი (ისევ 4 ნოემბერს), რომ მისი აზრით, არცერთი მოსამართლე არაა დასატოვებელი თანამდებობაზე. ყველა გასაშვებია სახლში, თუმცა სწორედ აქ იწყება მთავარი: მან პირდაპირ მიანიშნა რომ შემდგომში 15-20 მოსამართლე დასაბრუნებელი იქნება სისტემაში და ის ფაქტი, რომ თავიდან ყველა გასაშვებია სახლში, ამას უდასტურებს მას რამდენიმე მოსამართლე, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს. (ეს ღიად თქვა, თუმცა ახლო წრეში მშვენიერაძე-წულუკიძის დუეტი საიამაყით აცხადებს და არც მალავს, რომ მოსამართლეების რაღაც ჯგუფი გადაბირებული ჰყავთ და კოორდინაციას უწევენ). ცხადია ეს წრე ცნობილია და ამაზე მოგვიანებით, თუმცა მათ შორის პირველ რიგში იგულისხმება ქეთევან მესხიშვილი, რომელმაც დაახლოებით ზუსტად განუსაზღვრა სწორედ იმ მოსამართლეების რაოდენობა (სწორედ 20 მოსამართლეა ამ ეტაპზე, ვინც შეუერთდა ამ პოლიტიკურ ავანტიურას). ვისთანაც წინასწარ უკვე ჰქონდა პროტესტის სამოქმედო გეგმა შეთანხმებული. ეხლა კი მთავარი: მესხიშვილი მათ პირდება, რომ ნუ ჩამორჩებიან მოვლენებს, რაც გარეთ ვითარდება და ის იქნება გარანტორი, რომ ვინც ეხლა ხმას ამოიღებს, სწორედ ხელისუფლების ცვლილებისთნავე (რაც მალევე გარდაუვალია) გადაწყვეტილად დაუფასდებათ და შეუნარჩუნდებათ მოსამართლის თანამდებობები, ცხადია დაწინაურების პერსპექტივებით. სწორედ ეს პერსპექტივა დაუდასტურა მშვენიერაძემ (მას ცხადია პიროვნული ურთიერთობა ყველა ამ მოსამართლესთან არა აქვს) ფეისბუქ-პოსტით საჯაროდ და აშკარად თქვა, რომ დანარჩენ მოსამართლეებს ცხადია გაყრიან. მთავარია ეხლა ამბოხებაში ჩაერთნონ და გაემიჯნონ არსებულ მოსამართლეთა კორპუსს. პარადოქსია, თუმცა ეს სია ცხადია პერსონალური გვარების დონეზე არის გავლილი და შეთანხმებული რომ დაახლოებით ამ 20 მოსამართლის გარდა (რომლებიც ე.წ. ჯავშანს მიიღებენ), ყველა გასაყრელია სისტემიდან. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მოქმედი მოსამართლეების რეპრესიებს აანოსნებს, თითქმის ყოველდღე ისმის ტელევიზიებიდან მათი სხვადასხვა ლიდერების მხრიდან და ანგარიშწორებით რომ ემუქრებიან სასამართლოს, ესეც ცხადია ყველამ იცის. შესაბამისად, სწორედ ეს ქეთევან მესხიშვილია, რომელიც მშვენიერაძეს და ნაც. მოძრაობას უდასტურებს პირად საუბრებში, რომ მოსამართლეების 99% გასაყრელია .მათ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რეპრესიები უნდა ჩაატარონ სასამართლოში და ჩვეული სტილით ძალადობით, დაშინებით(რაც გააკეთეს უკვე 2004-2005 წლებში) სრული კორპუსი გააგდონ სისტემიდან და დაიტოვონ მხოლოდ ის 20-ოდე მოსამართლე ვინც მას ეხლა მხარში დაუდგება“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, მეორეს მხრივ, მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე, რომელიც იმავე არასამთავრობში მუშაობს, აჯანყების ტექნიკურ უზრუნველყოფაშია ჩართული. „მყისიერად რომელიმე მოსამართლის მიერ საპროტესტო პოსტის დადებისთანავე, მას მიეწოდება და იგი ამ პოსტებს ასახავს და აქვეყნებს თავისსავე ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე წუთში.!!!. მაგალითად ღამის 2-3 საათზე დადებული პოსტებიც კი მომენტალურად გამოაქვეყნა ანუ მას აბარია „უწყინარი პროტესტის“ ოპერატიული გაშუქება და აქაც ცხადია მესხიშვილებთან კოორდიანციაში ხდება ეს ყოველივე“ წერს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ქეთევან მესხიშვილს და მის მეუღლეს დავით მესხიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან, თინა ბოკუჩავასთან, გიორგი ბოტკოველთან და ნაც. მოძრაობის სხვა ლიდერებთან, ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, მის მოადგილე დეკლარირებულ ნაცაქტივისტთან გიორგი ბურჯანაძესთან, რომელიც ასევე გიორგი მშვენიერაძის კლასტერის უახლოესი წევრია და ა.შ. სწორედ ბოკუჩავა და ლომჯარია არ მორიდებიან, მყისიერად მოახდინეს რეაგირება და პირდაპირ ეთერში გამოყვეს მესხიშვილი, რომ მისი სახით ერთადერთი გამორჩეული კანდიდატურა ჩააგდო პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კენჭისყრისას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი