ქეთევან მესხიშვილს მიღებული აქვს ინსტრუქტაჟი, რომ ე.წ მეამბოხე მოსამართლეები, ორგანიზაციულ ჯგუფად გააფორმოს და მისი თაოსნობით ახლო მომავალში ჩამოაყალიბოს ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 10 ნოემბერი 2021, 15:57
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 
ქადაგიძის ინფორმაციით მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის თაოსნობით ხდება, სწორედ სისტემის შიგნიდან დაზიანება. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქეთევან მესხიშვილს, თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად, რომლებიც ახლო კავშირში არიან ნაცმოძრაობასთან, დაგეგმილი აქვთ „გენერალური გეგმა“, თუ როგორ დააზიანოს სასამართლო სისტემა. მათი მიზანია ახლო მომავალში შექმნან ე.წ მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაცია.
 ,,მესხიშვილს მიღებული აქვს ინსტრუქტაჟი, რომ ე.წ მეამბოხე მოსამართლეები, რომ არ დაიშალნონ, ორგანიზაციულ ჯგუფად გააფორმოს და მისი თაოსნობით ახლო მომავალში იგეგმება ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელსაც მრავალმხრივი დაფინანსება და პრივილეგიები ექნება, მათ შორის ცხადია დონორების და საელჩოების მხრიდან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი სატელიტი ტელევიზიების გაშუქების და მუდმივი მხარდაჭერის პირობებში შეეცდებიან ამ ჯგუფის მაქსიმალურ გაპიარებას, მესხიშვილის და კიდევ რამდენიმე მოსამართლის(მათ შესახებ მოგვიანებით)თავისუფლების სიმბოლოდ წარმოჩენას, ხოლო დანარჩენი მოსამართლეების გაშავებას და ბოლომდე დისკრედიტაციას ცხადია. ასე ვთქვათ ამ ასოციაციის სახით ნაც. მოძრაობის და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმონაქმნი ფორმდება ოფიციალურად სასამართლოში. ‘’ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
 ქადაგიძის ინფორმაციით, სამივე ოპოზიციური არხის მეშვეობით დაწყებულია სასამართლოს დამაზიანებელი სიუჟეტების გაკეთება, თუ როგორ მწიფდება ჯანსაღი პროტესტი სასამართლოში. ,,ეს გაშუქება რეალურად უკვე დაწყებულია სამივე ოპოზიციური არხის მიერ და მიდის ინტენსიურად სიუჟეტების კეთება, თუ როგორ პროგრესირებს „ჯანსაღი პროტესტი“ სასამართლოში. ამ თემას იმავე დღეს ცხადია გამოეხმაურა ფეისბუქ-სტატუსით ნიკა გვარამიაც, რომელმაც სიხარულით დაწერა პოსტი, რომ სასამართლოში აჯანყებაა და დაიწყო მისი ნგრევა’’ - წერს ქადაგიძე. ქადაგიძე ასევე აღნიშნავს, რომ მესხიშვილი მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკისგან დისტანცირებას, თუმცა რეალურად ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მართულია, რაც ცხადია მესხიშვილის მხოლოდ უახლოეს ვიწრო წრისთვისაა ცნობილი, ხოლო დანარჩენ მოსამართლეებს ამ გარემოებას ცხადია არ უმხელს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი