მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა უპატიებელი მორალური ტერორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 10 ნოემბერი 2021, 16:20

ყველა ბრძოლას თავის წესები აქვს, რომელსაც ანჩხლი და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებული მხარე ნებსით თუ უნებლიედ, სამწუხაროდ, არღვევს ხოლმე. მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა და მათზე ამორალური ძალადობა კი უკვე უპატიებელი მორალური ტერორია! უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს! - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს. რითაც გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება.

„არგუმენტირებული მსჯელობის უუნარობის და ემოციების ფონზე სუსტი ნებისყოფის, ზრდილობასთან შეუთავსებლობის მწვავე ფაზაში მყოფი და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი სუბიექტები მოწინააღმდეგის ლანძღვაზე, გინებაზე და ზოგჯერ წყევლა-კრულვაზეც კი გადადიან.

ყველა ბრძოლას თავის წესები აქვს, რომელსაც ანჩხლი და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებული მხარე ნებსით თუ უნებლიედ, სამწუხაროდ, არღვევს ხოლმე. მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა და მათზე ამორალური ძალადობა კი უკვე უპატიებელი მორალური ტერორია! უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს!

P.S. სიძულვილის ენა მავნე და შხამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - წერს რატი ბრეგაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი