როდესაც სააკაშვილი და გიორგი არველაძე დასავლელ პარტნიორებს ამორალურ იდიოტებს და ბიტკოინებით მოსყიდულს უწოდებენ, ხოლო ნიკა გვარამია სტრასბურგის მოსამართლეს იგივე ეპითეტებით ამკობს, არასამთავრობო სექტორის მხრიდან სრული "კრავთა დუმილია"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 17 ნოემბერი 2021, 15:11
,,როდესაც მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის ამკობს დასავლელ პარტნიორებს "ამორალური იდიოტების" ეპითეტებით...როდესაც შალვა ნათელაშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩს კორუფციაში ადანაშაულებს...როდესაც ნიკა გვარამია სტრასბურგის მოსამართლეებს მოსყიდულებს უწოდებს...როდესაც გიორგი არველაძე საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მათ დიპლომატიურ კორპუსს, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან "ბიტკოინებით" ქრთამის აღებაში დებს ბრალს.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის განცხადებას. როგორც ქართველიშვილი წერს, ამ შეურაცხყოფების ფონზე არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილი გაუგებარია.
,,როდესაც მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის ამკობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს "ამორალური იდიოტების" ეპითეტებით...
როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩს კორუფციაში ადანაშაულებს...
როდესაც ნაცმოძრაობის "გებელსი" ნიკა გვარამია სტრასბურგის მოსამართლეებს მოსყიდულებს უწოდებს... როდესაც წინა რეჟიმის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მათ დიპლომატიურ კორპუსს, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან "ბიტკოინებით" ქრთამის აღებაში დებს ბრალს...
...ყველაზე ნაკლებად მე ამ შეურაცხყოფის ობიექტების მხრიდან თავმოყვარეობის არარსებობა და შეურაცხმყოფების მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომით" შეპყრობა მაწუხებს - უბრალოდ პუტინის მეხუთე კოლონის მხრიდან ჩვენი ქვეყნის პროდასავლური იმიჯის შელახვის მცდელობას აქვს ადგილი. მაგრამ, როდესაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან სრული "კრავთა დუმილია" ამ თემებზე, ამ ფონზე კი ხელისუფლება ანტიდასავლური მეხუთე კოლონის დასავლელ გულშემატკივრებს კრიმინალების მხარდამჭერებთან აიგივებს, ხოლო ყოველივე ეს ენ-ჯე-ოების მიერ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლად ცხადდება - ეს არის მასობრივი პოლიტიკური შიზოფრენიის კიდევ ერთი დადასტურება. მხილება და მხოლოდ მხილება! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!’’ - წერს დავით ქართველიშვილი facebook- ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი