ნინო ფოჩხუა: როცა ეს მართლა ანტიდასავლური ძალა ლანძღავს და აწარმოებს შეტევას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და დიპლომატიურ კორპუსზე, რატომ სდუმან არასამთავროები?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
451 17 ნოემბერი 2021, 16:04
როცა "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის მიმართ სწორი, ადეკვატური კრიტიკა გაისმის, მხოლოდ მაშინ, ერთ ხმაში აკეთებენ განცხადებებს, რომ ჩვენი ქვეყანა სცილდება დასავლურ ვექტორს.“- ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას და აქვეყნებს ვიდეოს თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციის მხრიდან შეტევა საერთაშორისო პარტნიორებზე.
ფოჩხუა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები თუ ტელევიზიები ახდენდნენ დიპლომატიურ კორპუსზე ზეწოლას ამ დროს არ ახსენდება არასამთავრობოების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. “ისევ ორმაგი სტანდარტი! როცა ეს მართლა ანტიდასავლური ძალა ლანძღავს და ამუნათებს, აწარმოებს ორკესტრირებულ შეტევას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და დიპლომატიურ კორპუსზე, რატომ სდუმან არასამთავროები? რატომ მაშინ, როცა "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის მიმართ სწორი, ადეკვატური კრიტიკა გაისმის, მხოლოდ მაშინ, ერთ ხმაში აკეთებენ განცხადებებს, რომ ჩვენი ქვეყანა სცილდება დასავლურ ვექტორს. ხალხი აღარ ტყუვდება, მშვენივრად არჩევენ ტყუილ-მართალს, ამიტომაც არის რომ საზოგადოებაში დაბალ ნდობა აქვთ, რაც 9 წელია არჩევნებით დასტურდება.”- წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი