უწყინარი შეკითხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სააკაშვილის შვილის სწავლის ბიუჯეტიდან დაფინანსება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 04 დეკემბერი 2021, 13:11

უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე.

„ერთნაირი ნახაზებით რომ ხართ გაკეთებული, თანაც - რაც თანდაყოლილია თქვენში, იმას შეძენილი რომ ვერ ეკარება. 2012 წლის აპრილში იმდროინდელმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ აისახა მის მოხსენებაში პოლიტპატიმართა თემა - ეგ კანონის თანახმად სახალხო დამცველის განსახილველ საკითხთა ფორმატში არ შედისო. სამაგიეროდ პირველმა ვინც 2020 წლის აპრილში ოქრუაშვილი და უგულავა „პოლიტპატიმრებად“ შერაცხა - ნინო ლომჯარია იყო.

უწყინარი და ინტერპრეტაციებს მოკლებული შეკითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიდ იურისტებად და კანონების მცოდნეებად რომ მოჰყავთ თავი - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. პასუხის სულ ორი ვარიანტი ჰქონდათ - კი ან არა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა - „საქმეს არ ვიცნობო“, თანაც ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემასო, ჩემი ორგანიზაციის „მეთოდოლოგია კრძალავსო“. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ - ჩემი ორგანიზაცია კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ მუშაობსო. სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ პასუხობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი, ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

მე მგონი, ზუსტად რომ მსგავსი ქცევით - ამ ძვირადღირებულმა, ელიტარულმა და ერთ პარტიას მორგებულმა „მიუკერძოებელმა“ კანონის „დამცველებმა“ ყველა შეკითხვას უკვე გასცეს პასუხი“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი