დავით ქართველიშვილი თემურ ალასანიაზე: საქართველოს ისტორიაში "ლიფტის" მეტსახელად შესული ბიძა, "ტრაილერას" მეტსახელად შესულ დისშვილთან, როგორც ჩანს სულ სხვა მისიით ჩამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 15 დეკემბერი 2021, 12:19
,,რა ინსტრუქციები აქვს ჩამოტანილი ამ მხრივ "ლიფტას" - "ტრაილერასთვის", ჩვენ არ გვეცოდინება, თუმცა ამ უკანასკნელის შემდგომი ბედი, კვლავ საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლოს ხელშია მხოლოდ. არც ერთს ცნობენ ბიძა/დისშვილი და არც მეორეს, ხოლო მათი პირადი დამოკიდებულება მათ მიმართ - ლიფტში გვაქვს მოსმენილი.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში თემურ ალასანიას ჩამოსვლას.
მედიკოსებს აქვს ასეთი ტერმინი: "ჩვენ მას ვკარგავთ". არაა გამორიცხული, მსგავსი ტერმინი სპეცსამსახურებსაც ახასიათებდეს. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ორივე შემთხვევაში მიესადაგება. საქართველოში - თემურ ალასანია ჩამოვიდა.
არა, არც ნოსტალგია, არც სამშობლოს სიყვარული აქ არაფერ შუაში არაა - "მეგისქარდავასეული" საფრენი ბილიკის ამბორს ადგილი არა ჰქონია. დიდი ალბათობით, არც ჩვენ მოვენატრებოდით, ქართველები. ამის შესახებ გაგონილიც გვაქვს და მოსმენილიც. საქართველოს ისტორიაში "ლიფტის" მეტსახელად შესული ბიძა, "ტრაილერას" მეტსახელად შესულ დისშვილთან, როგორც ჩანს სულ სხვა მისიით ჩამოვიდა.
ძნელია ამაზე მარჩიელობა - ზეამოცანის (რევოლუცია-ბუნტი-გადატრიალება) შესრულების ჩავარდნის შემდეგ, რჩება ერთადერთი შესასრულებელი - "ეფრეიტორ სააკაშვილის" გადარჩენა. რა ინსტრუქციები აქვს ჩამოტანილი ამ მხრივ "ლიფტას" - "ტრაილერასთვის", ჩვენ არ გვეცოდინება, თუმცა ამ უკანასკნელის შემდგომი ბედი, კვლავ საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლოს ხელშია მხოლოდ. არც ერთს ცნობენ ბიძა/დისშვილი და არც მეორეს, ხოლო მათი პირადი დამოკიდებულება მათ მიმართ - ლიფტში გვაქვს მოსმენილი. P.S.: ისე, "იუსტას" - "ალექსის" ურთიერთობებზე პრეტენზიის მქონე გავლენის აგენტებისთვის, "ცოტა" უნდა ტეხავდეს, ლიფტშიც რომ გისმენენ და გწერენ.’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი