პრემიერ-მინისტრის სწორი ხედვით, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით აქ და ამჟამად იწერება საქართველოს წარმატების ისტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 18 დეკემბერი 2021, 13:57

პრემიერ-მინისტრის სწორი ხედვით, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით აქ და ამჟამად იწერება საქართველოს წარმატების ისტორია, - ამის შესახებ Facebook-ზე საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი წერს.

„დღეს ქართველმა ხალხმა ღირსეული ერის პოლიტიკური ღირსებით სავსე პრემიერმინისტრის გამოსვლა მოისმინა და იხილა. პრემიერმა 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარმოადგინა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ განსახორციელებელ საკითხთა წრე ფართოა, ამიტომ მე მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ:

  • ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ურბანული განახლების პროგრამები;
  • წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები;
  • ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები;
  • შრომის კულტურის და სოციალური მიმართულების სრულიად ახალი პოლიტიკა;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები;
  • გემბლინგი - ლუდომანია როგორც პოლიტიკურად აღიარებული პრობლემა;
  • ქართული ფარმაციის ბაზარზე მედიკამენტების ფასის რეგულირების აუცილებლობა;

ამ და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრა ირაკლი ღარიბაშვილის გაბედული პოლიტიკის ნაწილი და შედეგი იქნება.

დიახ, პრემიერმინისტრის სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით აქ და ამჟამად იწერება საქართველოს წარმატების ისტორია. წარმოდგენილი ყველა მყარი ინიციატივა უკეთესი ხვალინდელი საქართველოს საფუძველია“, - წერს მეგრელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი