მთავრობის ანგარიშის წარდგენისას, პრემიერმა ვრცლად ისაუბრა არსებულ მიღწევებზე, პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
297 18 დეკემბერი 2021, 14:47

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და ყურადსაღები იყო ის უწინდელი და არსებული პოლიტიკური გარემო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად აღწერა - მას მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში, 2021 წლის თებერვალში მოუწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემირ-მინისტრის 2021 წლის ანგარიშს.

როგორც აბაშიძე წერს, არ არის აუცილებელი მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყო, მაგრამ დესტრუქციითა და საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის მტრობა კატეგორიულად მიუღებელია.

,,მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა არსებულ მიღწევებზე, პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ბუნებრივია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ საინტერესო, გულახდილ შეჯამებას მოყვა თვითმარქვია ექსპერტების, პოლიტიკანებისა და ათასგვარი ფსევდოების უკიდურესად ბულვარული შეფასებები, რისი განხილვაც ნამდვილად არ ღირს.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და ყურადსაღები იყო ის უწინდელი და არსებული პოლიტიკური გარემო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად აღწერა - მას მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში, 2021 წლის თებერვალში მოუწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიცია კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა და მმართველმა გუნდმა საქართველოს მიერ ნაკისრი საშინაო და საგარეო ვალდებულებების, კანონის უზენაესობის დაცვით, საქართველოში მეტ-ნაკლებად დაამყარა წესრიგი და ყველა დესტრუქციულ აქტორს მიუჩინა კუთვნილი ადგილი. პროცესი ახლაც გრძელდება და მომავალშიც ასე იქნება. "ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩემთვის ასევე საინტერესო, საგარეო პრიორიტეტებზე (რადიკალი უვიცი ნაცსექტანტები მაინც ვერ შეიმეცნებენ) საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ უფრო განმტკიცდება და შენარჩუნდება შეერთებული შტატებთან უმაღლეს დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების რეალიზაციაზე მუშაობა იქნება ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, იგივე ბენეფიტების მიღებას. პროცესი დაწყებულია და მომავალში უფრო გაფართოვდება.

ნატო-ს წევრობა, რასაც მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ნატო-ს სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადო ასახვა იქნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი 2022 წელს; შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

ადგილობრივ პოლიტიკურ კონიუნქტურას რომ გავცდეთ, უამრავი ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, საქართველო ისე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს.

ამასთან, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო ფლანგზე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ასევე საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და რეგიონის
ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლეულს, ივნისში, საქართველოს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა. "ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი მმართველი გუნდი სწორედ ის ძალაა, რომელმაც "რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და არსებული მთავარი პრობლემის - ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რაც საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება".

ის, რომ 2012 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად დაწინაურდა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, არაერთხელ გაცხადდა. მრავალი წონადი ანგარიშიდან საგულისხმოა კერძოდ ის, რომ Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, წელს, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს. „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო წელს მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ინდექსი ეფუძნება ისეთ ინდიკატორებს როგორებიც არის: ბიზნეს-გარემო, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო სერვისები, კორუფციის ინდექსი, ფინანსური სტაბილურობა. მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყნებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბრიუსელში ვიზიტისას, პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდა კომპანია "Rothschild & Co"-ს ხელმძღვანელობას, ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლითაც მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ფინანსური გიგანტი საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე იწყებს მუშაობას, ასევე იმუშავებს ინვესტიციების, ინვესტორების და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით.

ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამ შთამბეჭდავი საგარეო მიღწევებით, უზრუნველი ცხოვრება ხვალ-ზეგ გვექნება. რასაკვირველია, უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და გამოწვევაა საქართველოში, მორღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, მშვიდობიანი გარემოთი, სტაბილურობით, თანხმობით, სირთულეების დაძლევა უფრო სწრაფად ხდება. არ არის აუცილებელი ყველა იყოს მმართველი პარტიის მხარდამჭერი (ეს არც შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში), მაგრამ დესტრუქციითა და საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის მტრობა კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერისგან. კონსტრუქციულად და ამასთან უმწვავესად მთავრობის კრიტიკა, ალტერნატიული, რეალისტური გზებით უკეთესობის მიღწევაზე კონცენტრირება - აი, ამას ველოდებით პოლიტიკური აქტორებისგან და არა მუდმივ ნაცარქექიობას არააქტუალურ თემებზე. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე facebook -ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა
ლევან ნიკოლეიშვილი-თუკი ფონდი "ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან-ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან
ზურაბ ქადაგიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი - ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს
არქივი