ედიშერ გვენეტაძე: მიშას და ნაცმოძრაობის საქმისმიერ და სულისმიერ ძმებს სამართლებრივად დაუმტკიცდათ თაღლითობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 12 იანვარი 2022, 14:27

ვინმეს საქართველოში იოტისოდენა ეჭვი ეპარება, რომ ეს ადამიანები თაღლითები იყვნენ და არიან?! არ მგონია ვინმეს, თავიანთი კლანის გარდა! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ იცის ვინ ვინ არის! ამიტომაც რაც არ უნდა ოფისებს და ტელევიზიებში დასხდნენ და იქიდან ელოდონ ჯერ გაჩენებს და შემდეგ "რევოლუციებს" არ გამოვა! არც გამოვიდა!
მიშას და ნაცმოძრაობის საქმისმიერ და სულისმიერ ძმებს სამართლებრივად დაუმტკიცდათ თ ა ღ ლ ი თ ო ბ ა! და რა, ვინმეს საქართველოში იოტისოდენა ეჭვი ეპარება, რომ ეს ადამიანები თ ა ღ ლ ი თ ე ბ ი იყვნენ და არიან?! არა მგონია ვინმეს, თავიანთი კლანის გარდა!
ამიტომაც სამართლებრივად დამტკიცდა, მიესაჯათ შესაბამისად სხვადასხვა ვადებით პატიმრობა, მაგრამ მოსამართლის მიერ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გადაკვალიფიცირდა და მისი ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდნენ!
ეს რომ მოისმინეს ოფისებს და ტელევიზიებში "გამაგრებულებმა უცოდველმა კრავებმა" დაიწყეს დამუქრება!
აი ჩვენ არ ჩაგვიდენია თაღლითობა და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლის დასადგენადო! ჰოდა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაფორმებული "პატივცემულო" თ ა ღ ლ ი თ ე ბ ო!
იმ ქუთაისური ანეკდოტები არ იყოს ყველამ სასამართლოს გარეშეც იცოდა და იცის რა ხვითოებიც ბრძანდებოდით და ბრძანდებით!
რომ ნაცნობს, უცნობს, ფულიანს, უფულოს, მდიდარს, ღარიბს, ურწმუნოს, მორწმუნეს, ტილს და რწყილს როგორ ერთნაირად, თაღლითურად აძრობდით ტყავს!
ამიტომაც ახალმა თქვენს მიერ ვითომდაც თქვენივე თავის "არა თაღლითობის" მტკიცებამ კიდევ ერთხელ არ გაამართლოს ქართული სიბრძნე: " თ ა ღ ლ ი თ მ ა თაგვმა თხარა თხარაო და დიდი ფისუნია კატა გამოთხარაო! მე მითქვამს ბაბა და... - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
არქივი