მიხეილ სააკაშვილი საკრებულოების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
323 19 იანვარი 2022, 14:34

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეულ საკრებულოს წევრებს მიმართავს. განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საკრებულოების წევრებმა მეტი დრო უნდა გაატარონ მოსახლეობასთან და ამასთან მასობრივი პროტესტის ორგანიზებას შეუწყონ ხელი, რომლის მიზანიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მიღწევა უნდა იყოს.

ამასთან, სააკაშვილი პარტიის წევრებს მოუწოდებს, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ითანამშრომლონ.

„ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება. თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყველგან, ადგილზე უსამართლობის დაბლოკვა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყოველდღიური მომზადება სჭირდება. როგორც პარტიის ცენტრალურ რგოლში მოხდა ცვლილებები, ასევე ადგილზე გადაჯგუფება, ახალი ხალხის მოზიდვა და ნიჰილიზმის დამარცხება“, - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი