ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 19 იანვარი 2022, 16:02

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. როგორც გაბრიჭიძე წერს, სტატია შეკვეთილია, მის ავტორს კი დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ.

„დავიწყებ იმით, რომ დღეს ყველამ ვიცით, თუ როგორ კეთდება როგორც შეკვეთილი სიუჟეტები, ასევე შეკვეთილი სტატიები. დიახ, სწორედაც რომ „კეთდება“ და ამ ყველაფრის გამოცდილება ე.წ. კრიტიკულმა, ანუ „ნაცმედიამ“ შეგვძინა. რაღა დაგიმალოთ და თუ ადრე საზოგადოება გარკვეული ინტერესით უყურებდა ვითომდა სკანდალურ სიუჟეტებს, რომელთა სიმრავლითაც ეს ე.წ. ტელევიზიები ყოველთვის „მარიაჟობდნენ“, მაგრამ როგორც ნათქვამია „ქურდს ქუდი ეწვისო“ და ამ „ჟუუურრრრნალისტებს“ იმდენჯერ დაეწვათ ისედაც დაცხავებული ქუდები, რომ ხალხი მათს „ექსკლუზივებს“ როგორც ცუდად შესრულებულ კლოუნადას ისე უყურებს.

ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს პარლამენტს წარვუდგენ კანონპროექტს, რომლითაც ორსული ქალისა და არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ჩამდენი დაისჯება ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთით
ზაალ ანჯაფარიძე: არაა საქართველო გამონაკლისი ამ საკითხში, აკავებენ დანაშაულის ჩამდენ პრეზიდენტებს სხვაგანაც. კიდევ დააკავებენ და გაასამართლებენ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც, საკუთარი თავი რომ დააჯერეს თავიანთ "ხელშეუხებლობაში"
დავით ქართველიშვილი: ექს-პრეზიდენტებთან მიმართებაში "ასოცირების ტრიო" გათანაბრებულ პირობებში იმყოფება და აწი, მათ წინსვლა ევროკავშირისკენ გზაზე, ამ ქვეყნებში მიმდინარე და განხორციელებულმა რეფორმების მაჩვენებლებმა უნდა განაპირობოს, რაშიც საქართველო უპირობო ლიდერია
ზურაბ ქადაგიძე CEPS სტატიაზე: 2 დღე რომ „გვტენიდნენ“ ოფიციალურ დოკუმენტად, თურმე ვიღაცის სუბიექტური დამოკიდებულება ყოფილა
მსჯავრდებული ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აგზავნის, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება
არქივი