ჟან მონეს დიალოგი არის თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 22 იანვარი 2022, 14:36
,,ნაცების პირდაპირი დაკვეთით, სამმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა თავისი მცდელობა არ დაიშურა, მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი აეგორებინათ და კიდევ უფრო დაეძაბათ ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ნაცვლად მშვიდობისმყოფელების როლის მორგებისა საკუთარ თავზე.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების საკითხს. 



როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან უკვე დიდი ხანია მიზანმიმართული ხასიათი აქვს, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგივრად - ნაცსექტის დაკვეთით მიმდინარეობს დაუფარავი მავნებლობის კამპანია, რის გამოც თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ევროდეპუტატებს დიდი ხანია "შავ სიაში" შეიყვანდნენ.



,,ნაცების პირდაპირი დაკვეთით, სამმა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა თავისი მცდელობა არ დაიშურა, მორიგი ანტისახელისუფლებო სკანდალი აეგორებინათ და კიდევ უფრო დაეძაბათ ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, ნაცვლად მშვიდობისმყოფელების როლის მორგებისა საკუთარ თავზე.
ელემენტარული პროცედურული და ტექნიკური საკითხების მოგვარებამდე, რა დროსაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს უნდა გაეცნო თავისი ევროპელი კოლეგა და მასთან ერთად დაეგეგმათ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება - საკუთარ ყაიდაზე დაგეგმილი ფორუმი გამოაცხადეს და ისე ჩაშალეს კიდეც, რომ ამაში ხელისუფლების დადანაშაულება მოახერხეს.
მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან უკვე დიდი ხანია მიზანმიმართული ხასიათი აქვს, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მაგივრად - ნაცსექტის დაკვეთით მიმდინარეობს დაუფარავი მავნებლობის კამპანია, რის გამოც თავმოყვარე ქვეყანაში, ამ ევროდეპუტატებს დიდი ხანია "შავ სიაში" შეიყვანდნენ.
"ეს არის ბებერი მეძავი, რომელსაც ისე მოვექცევი, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ" - ბრძანა თავის დროზე ევროპაზე ნაპოლეონმა. "მე კი უნდა გამეუპატიურებინა ევროპა, რათა დავუფლებოდი მას" - მხარი აუბა მას გიტლერმა. გასაგებია, რომ ეს არის ავტორიტეტული ევროპელების მოსაზრება საკუთარ საცხოვრებელ არეალზე და სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ყოველივე ამას ვეთანხმებოდე. მაგრამ...
...ერთადერთი რჩევა იმ ქალბატონ ევროპარლამენტარებს - მიხედეთ ამ თქვენს სასიცოცხლო არეალს! უამრავი პრობლემები გაქვთ საკუთარ წიაღში და უამრავ პრობლემებს უქმნით მეზობელ სახელმწიფოებს თქვენი მაპროვოცირებელი ქმედებებით.’’ - წერს დავით ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი