ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა არ აისახა დოკუმენტში ერთ რამეს მიანიშნებს: უკრაინა, დეოკუპაცია, რეგიონული კონფლიქტი და მოსალოდნელი უბედურება, მხოლოდ სიტყვის მასალად და პოლიტიკური ქულების საწერად უნდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 26 იანვარი 2022, 19:46
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. მისი თქმით, ოპოზიციას უკრაინა, მასთან განვითარებული მოსალოდნელი უბედურება, დეოკუპაცია და რეგიონული კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად და პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდებათ. 

 „ძალიან სწორი და მიზანმიმართულია, რომ რეზოლუცია აუცილებლად იყოს ერთობლივი და ზეპარტიული, თუმცა ნაცები და კამპანია რისი რადიკალები არიან, რომ ზემოხსენებულ დოკუმენტში პრობლემა ვერ მოძებნონ... პრობლემა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია... ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა არ აისახა დოკუმენტში ერთ რამეს მიანიშნებს: უკრაინა, დეოკუპაცია, რეგიონული კონფლიქტი და მოსალოდნელი უბედურება, მხოლოდ სიტყვის მასალად და პოლიტიკური ქულების საწერად უნდათ... არც სტრატეგიული პარტნიორი და არც ის უბედურება ადარდებთ, რაც შეიძლება სამხედრო კონფლიქტმა გამოიწვიოს... თუმცა მიშას ორბიტაზე მოცეკვავე რადიკალებისგან გასაკვირი არაფერია...“ - წერს Facebook-ზე ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: ე.წ. ვეტინგი ჯერ სტრასბურგის სასამართლოში რომ დაგეტესტათ, არა?! იქნებ ასე მაინც დაიქვემდებაროთ ევროპის მიუკერძოებელი სასამართლო, თორემ გაგაშიშვლათ ყველა ერთად და სირცხვილია!
არქივი