მაია მიშელაძე - ვინც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებთ, რატომ არ შეურთდა სანქციების დაწესებას, მეხუთე კოლონას წარმოადგენთ და ზუსტად თქვენ ხართ მოღალატეები!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 25 თებერვალი 2022, 18:17
...2008 წლის აგვისტოში, „ალია“-ში ვმუშაობდი და ეკონომიკას ვაშუქებდი. ვერავინ იტყოდა კი არა, ენა პირში არ მოუბრუნდებოდა ეთქვა, რომ ის გაზეთი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. არა, ბატონებო, მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაზეთი იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად! - წერს ფეისბუქ გვერდზე ჟურნალისტი მაია მიშელაძე. 

"სასტიკად არაქართული და გაუმართავი სიტყვაა, მაგრამ მაინც დავწერ - პროოპოზიციური გაზეთი იყო „ალია“. რატომ ვატრიალებ ამას ყველა ბრუნვაში? - აგიხსნით! 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ომი რომ დაიწყო, ზუსტად მაშინ, სრულიად ოპოზიციური სპექტრი - ბევრი გაზეთებით, ორი ტელევიზიით - „კავკასიითა“ და „მაესტროთი“ და რადიოებით, ასევე, რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემით (საძირკველი იჭრებოდა და ფეხის მოკიდებას ცდილობდა ინტერნეტ-გამოცემა), მოკლედ, ერი და ბერი დადგა სახელმწიფოს გვერდით და ვინაიდან ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, ცხადია, მათ გვერდით! დიახ, ის ხალხი დაუდგა სააკაშვილს გვერდით, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს, იგივე სააკაშვილმა სასტიკად დაარბია!!!

ჰოდა, ვინც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებთ, რატომ არ შეურთდა სანქციების დაწესებას, მეხუთე კოლონას წარმოადგენთ და ზუსტად თქვენ ხართ მოღალატეები!!! მეტიც, ლიბერალიზმს ამოფარებული ფაშისტები ხართ და ვერც კი ამჩნევთ, როგორ აიხლართეთ თქვენსავე ორმაგ სტანდარტებში!!!

იმიტომ, რომ დანის წვერზე დადის დღევანდელი ხელისუფლება, თორემ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის შემოსვლის დღეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამეს (არავითარი გავრილოვის ღამე არ ყოფილა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო, ჩვეულებრივი! ჰო, მართლა, ახლა აღარაა გახარია „თვალთხარია“?!) დიახ, 2019 წლის 20 ივნისს, აქ, ამ სივრცეში დაპოსტე, რომ „ეს ხელისუფლება - თავისი ოპოზიციით, სახლშია გასაშვები!“-მეთქი. იგივე გავიმეორე 2021 წლის 5 ივლისსაც!!! გაგიკვირდებათ და, ახლაც იგივეს ვფიქრობ, ოღონდ, თბილისიდან 40 კილომეტრში რომ რუსის ჯარი დგას, ტერიტორიების 20% დაკარგული გაქვს და ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში, ლამის მთელი ენერგეტიკით - გაზითა და დენით - რუსეთზე ხარ მიბმული და შენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხუთი ქვეყნიდან, ერთ-ერთი რუსეთია, რა სანქციებს უნდა შეურთდეს ხელისუფლება?

ორი დღეა, ვიხვეწები, რომ ევროპამ და აშშ-მა გაიღვიძოს და ჩემი დამტვრეული ინგლისურით, #WakeUpEUROPE-ს ვწერ ისტერიულად. რატომ, თუ იცით? - იმიტომ, რომ ბომბზე ზის ეს ქვეყანა, დიახ, ის ქვეყანა, თქვენ რომ ასე სასტიკად გძულთ, ჩემოდნებზე რომ სხედხართ და ერთი სული გაქვთ, აქედან გაიქცეთ!!! ვის უწოდებთ მოღალატეებს, თუ დაგავიწყდათ, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რომ იდექით?! საკუთარი ნებით გაიხსენებთ, თუ შეგახსენოთ გვარებით, სახელებით, თქვენი ჯიპების ნომრებითა და მაშინ დაკავებული თანამდებობების მიხედვით?! გაიხსენებთ, თუ გაგახსენოთ-მეთქი!!! დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მე, მაია მიშელაძეს, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს, ბეწვზე გადავურჩი სასტიკად დარბევას, არ მომრიდებია სააკაშვილის გვერდით დგომა - სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არც დღეს მრცხვენია, ადეკვატურად, საღად და ემოციების გარეშე შევაფასო მთავრობის გადაწყვეტილება!

ჰო, და კიდევ ერთი დეტალი - არ შემომივარდეთ აქ, „პოლიტსექტანტები“, თქვენი ბოღმა და ღვარძლი, თქვენსავე „ბაბლში“ დააფრქვიეთ! გავრილოვის მადლი გფარავდეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მოკლე მეხსიერება არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად დეტალურად მახსოვს ყველაფერი - გვარებით, სახელებით, მანქანების ნომრებითა და თანამდებობებით!" - წერს მაია მიშელაძე. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს
გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა
დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
არქივი