ეს არ არის უკრაინის მხარდამჭერი აქცია, ეს არის რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციული მარაზმი - ერთი და იგივე სახეები ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მთლიანობაში კი თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 08 მარტი 2022, 12:41

ეს არ არის, არც ანტისაოკუპაციო და არც უკრაინის მხარდამჭერი აქცია. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული და მათი აქტივისტების პროვოკაციული მარაზმი. ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე გოგო-ბიჭები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, მთლიანობაში კი თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ საზოგადოებას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გუშინ გამართულ აქციას.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ეს მარაზმი ყველას მოჰბეზრდა, დიდხანს ვერ გაგრძელდება და წერტილი უნდა დაესვას.

,,ეს არ არის, არც ანტისაოკუპაციო და არც უკრაინის მხარდამჭერი აქცია. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული და მათი აქტივისტების პროვოკაციული მარაზმი. ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე გოგო-ბიჭები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, მთლიანობაში კი თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ საზოგადოებას. ტუალეტის ქაღალდების ჯერ ვითომ კანცელარიის შენობისკენ, შემდეგ კი პოლიციელებზე სროლა უკრაინის მხარდამჭერის გამოხატულებაა? ანგაჟირებული მედიის მიერ მათი მხარდაჭერა და სიძულვილისა და უზრდელობის გამოხატვა, თავისუფალი მედიის საქმიანობაა? რატომ იჭერენო - ჰკიოდნენ - პასუხი სამართალდარღვევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვისო - პასუხობდნენ პოლიციელები. არა ბატონო, მათ იჭერდნენ, უმსგავსობისთვისუსაქციელობისთვის, უზრდელობისთვის, სამწუხაროდ ადმინისტრაციული სასჯელის და ჯარიმების გამო ყველას გაათავისუფლებენ. ხვალ ისევ გამოვლენ, ისევ ასე მოიქცევიან, რადგან სხვა რამე არ იციან, არ უსწავლიათ და არც შეუძლიათ. გამოსავალიო - იკითხავთ ბევრმა თქვენგანმა. ჩემი პასუხი კი ასეთია - სასწრაფოდ მისაღებია კანონი დეზინფორმაციაა და ცილისწამების შესახებ! ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებები აღკვეთილი უნდა იყოს! ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია საქართველოს, რამენაირად ომში ჩართვის შესახებ, მკაცრად კანონის ფარგლებში აღკვეთილი და დასჯილი უნდა იყოს. უნდა გამოაცხადეს ე.წ. ჟურნალისტების კოლოსალური ხელფასები ე.წ. პოლიტიკოსების ბიზნეს აქტივობები და კავშირები. მათ შორის, რუსული კავშირები, მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რუსეთის მოქალაქის კობა ნაყოფიას მაგალითი რად ღირს! ეს მარაზმი, ყველას მოჰბეზრდა, ეს მარაზმი დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას. არ შეიძლება გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის, ფსიქიკურად მოუწესრიგებელი აზროვნების, პოლიტიკურად ავანტიურისტ, ეკლესიის მოძულე, ქვეყნის არეულობის და რამენაირად ჩვენი ომში ჩართვის მსურველმა ე.წ. ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და ვიგინდარა აქტივისტებმა დროდადრო არყიონ ქვეყანა ! ღმერთმა დაიფაროს და ომის შემთხვევაში, არცერთი მათგანს არ უნდა მიეცეს ქვეყნიდან გაქცევის საშუალება, პირიქით ფორმა უნდა ჩააცვა, დააყენო და სანგრები უნდა ათხრევინო,თავიანთი თვალით დაანახო რა არის ომი, მაშინ ნახავენ ტუალეტის ქაღალდის რეალურ დანიშნულებას!’’ წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვასილ მაღლაფერიძე - პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამენტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით, დავშლით
დავით ქართველიშვილი აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმაზე: გაშმაგებული მონები შურს იძიებდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე და ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს იცავდნენ.
ირაკლი კუპრაძე - მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს
თამარ ჩიბურდანიძე: ისევ მაშველი რგოლი ოპოზიციას რუსეთიდან დუგინის სახით, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს ხალხი ქუჩაში
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი
არქივი