კიდევ რამდენი გამოჩნდებით, ვინც ჩართულნი ხართ ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებში? გრძნობენ რა სამარცხვინო დასასრულს, სულ ამოვარდნენ კალაპოტიდან. უკვე ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორებიც გრძნობენ ამას, თუ ვისთან და რასთან აქვთ საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 11 მარტი 2022, 11:35
„უსმინეთ გვარამიას დატრენინგებულ ჟურნალისტს, როგორ პროვოკაციულად სვამს კითხვას, როგორ ამახინჯებს პრემიერის განცხადებას, მაგრამ გამოცდილ დიპლომატებთან ეს არ გადის, ნედ პრაისმა ისეთი პასუხი გასცა როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს შეეფერება“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა. 

„კიდევ რამდენი გამოჩნდებით, ვინც ჩართულნი ხართ ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებში? გრძნობენ რა სამარცხვინო დასასრულს, სულ ამოვარდნენ კალაპოტიდან. უკვე ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორებიც გრძნობენ ამას, თუ ვისთან და რასთან აქვთ საქმე (ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას ვგულისხმობ) და განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ ქვეყნის და მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად. ტანკებზე ვერ სხდებიან, ავტომატს ვერ იჭერენ ხელში, თორემ დარწმუნებული ვარ, ისე ამოგვწყვიტავდნენ, თვალს არ დაახამხამებდნენ. ყველაზე ადვილი საინფორმაციო ომია, დააბრალე და მერე თუ გინდა თავი იმართლე, მაგრამ ეს უკვე აღარ მუშაობს, გაიზარდა საზოგადოება, აღარ არის 2003 წელი, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც მობეზრდათ ამათი პრიმიტიული, თან ქვეყნის დამანგრეველი გამოხტომები. 

უსმინეთ გვარამიას დატრენინგებულ ჟურნალისტს, როგორ პროვოკაციულად სვამს კითხვას, გამოგზავნილს გვარამიას კაბინეტიდან, როგორ ამახინჯებს პრემიერის განცხადებას, მაგრამ გამოცდილ დიპლომატებთან ეს არ გადის, გვარამიამ კი იცის ეს, მაგრამ იმ ბნელ ძალებს, ვინც მართავს მას, ხომ უნდა ჩააბაროს პატაკი. მიხარია, რომ ნედ პრაისმა, საკადრისი, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს შეეფერება, პასუხი გასცა“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
არქივი