გიორგი გვასალია - მიშა მშვილდაძის გადაცემაში მე, ჩემს ოჯახსა და სამეგობროს მოგვაყენეს ენით უთქმელი შეურაცხყოფა მოგვაყენეს - შვილები დადიან სკოლაში და ამ უპასუხისმგებლო საქციელის გამო იმყოფებიან შიშის ქვეშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 13 მარტი 2022, 17:23
„არსებობს რაღაცა დოკუმენტი, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ვინმე გიორგი გვასალიას (ანუ სხვას.... ჩემს მოგვარესა და სეხნიას). ეს დოკუმენტი მ. მშვილდაძემ დაუკავშირა საქართველოში მე-5 კოლონის მოღვაწეობას და როდესაც დაგუგლა სახელი და გვარი „გიორგი გვასალია,“ ამოუგდო ჩემი ფოტოები და ვიდეოები. პატივცემულმა მ. მშვილდაძემ (ან მისმა გუნდმა) გადაწყვიტა რომ მე (გიორგი გვასალია) და იმ დოკუმენტზე ხელმომწერი (ასევე გიორგი გვასალია, ოღონდ სხვა გიორგი გვასალია) ერთი და იგივე პიროვნებაა და ასე გამოუძიებლად ჩემი ფოტო გამოფინა ეთერში იმის საჩვენებლად, რომ ვითომ სწორედ მე ვარ ამ მე-5 კოლონის წარმომადგენელი და ამ დოკუმენტზე ხელისმომწერი. გადაცემაში არაერთხელ გაიჟღერა ტერმინმა „ღალატი“ და ცხადია, ის ჩემი მისამართით ისმოდა, რადგან ფონზე სწორედ ჩემი სურათი იყო გამოფენილი“, - წერს გიორგი გვასალია სოციალურ ქსელში, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ მიშა მშვილდაძის გადაცემას ეხმიანება.  

როგორც გიორგი გვასალია თავის პოსტში წერს და ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროსაც განაცხადა, კატეგორიულად ითხოვს ტელეკომპანია „ფორმულასგან“ და მიშა მშვილდაძისგან პირადად  საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

„სიცრუეა.... ყველას გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ. ეს მე ძლიერ მჭირდება! მეგობრებო.... მიშა მშვილდაძის გადაცემაში მე, ჩემს ოჯახსა და სამეგობროს მოგვაყენეს ენით უთქმელი შეურაცხყოფა. საქმე ის არის, რომ არსებობს რაღაცა დოკუმენტი, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ვინმე გიორგი გვასალიას (ანუ სხვას.... ჩემს მოგვარესა და სეხნიას). ეს დოკუმენტი მ, მშვილდაძემ დაუკავშირა საქართველოში მე-5 კოლონის მოღვაწეობას და როდესაც დაგუგლა სახელი და გვარი „გიორგი გვასალია,“ ამოუგდო ჩემი ფოტოები და ვიდეოები.... პატივცემულმა მ. მშვილდაძემ (ან მისმა გუნდმა) გადაწყვიტა რომ მე (გიორგი გვასალია) და იმ დოკუმენტზე ხელმომწერი (ასევე გიორგი გვასალია, ოღონდ სხვა გიორგი გვასალია) ერთიდაიგივე პიროვნებაა და ასე გამოუძიებლად ჩემი ფოტო გამოფინა ეთერში იმის საჩვენებლად, რომ ვითომ სწორედ მე ვარ ამ მე-5 კოლონის წარმომადგენელი და ამ დოკუმენტზე ხელისმომწერი. გადაცემაში არაერთხელ გაიჟღერა ტერმინმა „ღალატი“ და ცხადია, ის ჩემი მისამართით ისმოდა, რადგან ფონზე სწორედ ჩემი სურათი იყო გამოფენილი.  დღეს მივედი ტელეკომპანია „ფორმულაში“ იმისათვის, რომ გამეპროტესტებინა ეს უსირცხვილო და უპასუხისმგებლო ცილისწამება და მომეთხოვა ბოდიშის მოხდა... დახვედრა ისეთივე იყო, როგორსაც მოველოდი.  როცა გაიგეს, რომ სხვადასხვა ტელევიზიებიც მოვიდოდნენ ჩემი პროტესტის გასაშუქებლად და მე ამ ფაქტის ასე დატოვებას არ ვაპირებდი, კეთილი ინება „ფორმულა“-ს ჟურნალისტმა და ჩამობრძანდა (ამ ჟურნალისტის სახელი და გვარი არ ვიცი, ის წარმოდგენილ ვიდეოში თეთრი ზედა სამოსლით ბრძანდება და ხელში უჭირავს მიკროფონი „ფორმულას“ ლოგოთი და ძლიერ აქტიურობს, რათა მისთვის სასარგებლო ფონი შეექმნა ინტერვიუს მისაცემად. სხვათა შორის, დაცვის მითითებით, კვირა დღის გამო ის იქ თურმე არ უნდა ყოფილიყო). 

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ჩემმა მეგობრებმა ჩაიწერეს და სადაც ასახულია ჩემი პროტესტი და მ. მშვილდაძის მობოდიშება და პირობა, რომ თავისსავე ეთერში აღიარებს შეცდომას და პირადად მე მომიხდის ბოდიშს. მე მყავს ოჯახი, შვილები დადიან სკოლაში და ახლა, ამ უპასუხისმგებლო საქციელის გამო (რაც უკვე დამახასიათებელი გახდა ქართული სამართლიანი ჟურალისტიკის სფეროსათვის), ისინი იმყოფებიან იმ შიშის ქვეშ, რომ შესაძლებელია ვიღაცამ მათ წამოაძახოს მოღალატე მამის შვილობა.... ეს სიცრუე ! ! ! მე არ ვარ სამშობლოს მოღალატე მამა ! ! !“ - წერს გიორგი გვასალია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი
გიორგი გამსახურდია: პუტჩისტმა დევი ჭანკოტაძემ „ექსპერტმა“ ბარბაქაძემ, კრიმინალმა ჟორიკამ და ა.შ. ჯეროვანი პასუხი რომ არ მიიღეს რუსთაველზე დაღვრილ ძმათა სისხლის გამო, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო, იმიტომ არიან დიდ გულზე
ედიშერ გვენეტაძე დევი ჭანკოტაძეზე: კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთად, 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას, იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან და ამას თავისივე პირით აღიარებენ
ნინო ფოჩხუა დევი ჭანკოტაძეზე: ეს კაცი არა თუ უნდა გვმოძღვრავდეს, ხმას ვერ უნდა იღებდეს. აი დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, წამოსცდა ის გეგმა, რაც ხალხში დიდი ხანია მუსირებს - აქციაზე ადამიანის დაღუპვა
დავით ქართველიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია - სცენარის ავტორი - ვანო „ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ „მუმია" სააკაშვილი
არქივი