დავით ქართველიშვილი გვარამიაზე: ნაცების „გებელსმა“ რუსეთ-უკრაინის ომი, ფაქტობრივად, გამოიყვანა ეროვნული, ჰუმანიტარული და პიროვნული ტრაგედიის ფორმატიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 26 მარტი 2022, 12:16

გვარამიამ ფაქტობრივად მისი კორპორაციისათვის ეს ჩვეული ფაშისტური მიდგომა - ნატოს ზუსტად იმ საუკეთესო საბჭოურ ტრადიციებში მიაკერა, პუტინი რომ ცდილობს დღეს ამ ალიანსის დემონიზაციას. და ეს მაშინ, როდესაც ნატოს ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია უკრაინაში უკუქცევადი ჰუმანიტარული კატასტროფის მაქსიმალურად თავიდან არიდებაზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას.

მისი თქმით, გვარამიას ნატო ცინიკურ ჯალათად გამოჰყავს, რომელიც ეშმაკურად, კონსპიროლოგიურად პუტინისტური ტყის ჭრით არის დაკავებული რიგითი უკრაინელი „ნაფოტების“ ხარჯზე.

„ძალიან ხშირად სტალინს არასწორად მიაწერენ ამა თუ იმ „ფრთიან“ გამონათქვამს, რომელიც მას არ ეკუთვნის. მაგალითად, ყველაზე ცნობილი: „ტყეს ჭრიან - ნაფოტები დაფრინავენ“ (лес рубят - щепки летят). სინამდვილეში ეს შედარება საკუთარი სამშობლოს მოსახლეობასთან მიმართებაში გამოიყენა 1918 წლის აპრილში ვლადიმერ ლენინმა თავის ნაშრომში „საბჭოთა ხელისუფლების მორიგი ამოცანები“.

გუშინ ლენინის ეს ნარატივი, ამჟამად უკრაინელ ხალხთან მიმართებაში, ფაქტობრივად გაიმეორა ნაცსექტის „პროპაგანდის მინისტრმა“ გვარამიამ: „ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ ნატოს პოზიციონირებაზე, იმაზე, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, მაგრამ რეალურად ნატო აწარმოებს ამ ომს. პუტინს ე.წ. კაზუს ბელის მიზეზს არ აძლევს, იმიტომ რომ ყველგან ამბობს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ნატო-რუსეთის ომი არ მოხდეს. ანუ ნატო რეალურად იგებს ომს, მაგრამ ისე რომ არ აწარმოებს. არაფრით არ ვაკნინებ მე უკრაინელებს. ნატო იგებს უკრაინელების ხელით ომს. უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას. სამწუხაროდ, ვერაფერი შეიცვლება, რადგან გეოპოლიტიკა ცინიკური რამ არის, მათ შორის იმ დროსაც როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე“.

ნაცების „გებელსმა“ რუსეთ-უკრაინის ომი, ფაქტობრივად, გამოიყვანა ეროვნული, ჰუმანიტარული და პიროვნული ტრაგედიის ფორმატიდან. მან ამ ომის დეჰუმანიზაცია და დეპერსონიფიცირება მოახდინა, თუმცა ცინიკური „ზრდილობის“ ფარგლებში - „ნაფოტებს“ ბოდიში მოუხადა: shit happens! ფაქტობრივად, გვარამიამ მისი კორპორაციისათვის ეს ჩვეული ფაშისტური მიდგომა ნატოს ზუსტად იმ საუკეთესო საბჭოურ ტრადიციებში მიაკერა, პუტინი რომ ცდილობს დღეს ამ ალიანსის დემონიზაციას. და ეს მაშინ, როდესაც ნატოს ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია უკრაინაში უკუქცევადი ჰუმანიტარული კატასტროფის მაქსიმალურად თავიდან არიდებაზე.

ქართველ „გებელსს“ ნატო ცინიკურ ჯალათად გამოჰყავს, რომელიც ეშმაკურად, კონსპიროლოგიურად პუტინისტური ტყის ჭრით არის დაკავებული რიგითი უკრაინელი „ნაფოტების“ ხარჯზე. გვარამიაზე უკეთესად, ამ ნარატივს ნატოს კრემლშიც კი ვერ შეუქმნიდნენ. საინტერესო იქნებოდა გვარამიას ეს მოსაზრება, სტოლტენბერგისთვის უახლოეს ბრიფინგზე რომელიმე ჟურნალისტს შესაბამის კითხვაში ჩამოეყალიბებინა და საინტერესო იქნებოდა ამაზე ნატოს ოფიციალური პასუხის მიღებაც“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა, ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, თუ ვინმეს განსაკუთრებით მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკული Wokism უტევს საქართველოს და ევროპას, აგრესიული ფსევდოლიბერალიზმით ცდილობენ ქვეყნების დამორჩილებას
გია აბაშიძე - უმადურნი არიან ის ცალკეული პირები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა და მაინც უკმაყოფილნი არიან რადიკალთა სექტაში
ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს
არქივი